ინტერნეტ მომსახურების ახალი ხელშეკრულება

 

          სატელეკომუნიკაციო მომსახურების   შესახებ  ძირითადი     ხელშეკრულება

                                                          

ხელშეკრულება შეესაბამება საქართველოს კანონს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის N3 დადგენილებას – ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტს, ასევე კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2018 წლის 10 მაისის N4 დადგენილებით დამტკიცებულ „ინტერნეტ მომსახურების მიწოდების ხარისხის განსაზღვრისა და შემოწმების წესებს“.

 

ძალაშია 2018 წლის 15 აგვისტოდან.

 

მომსახურების მიმწოდებლის (ოპერატორის) დასახელება შ.პ.ს. „სამეცნიერო-ტექნიკური ასოციაცია „ინტეროპტიკა“
საიდენტიფიკაციო ნომერი 202893510

იურდიული  მისამართი

სერვის ცენტრის (ფაქტიური) მისამართი

ქ. თბილისი, დ. უზნაძის ქ., 14.

ქ. თბილისი, გ. ლეონიძის ქ., 11ა.

საკონტაქტო ანუ ცხელი ხაზის ტელეფონი 2 999 034
ელექტრონული ფოსტა interoptics@hotmail.com
ინტერნეტ გვერდი www.tvnet.ge
საბანკო ანგარიში GE53BG0000000119518600

 

ეს დოკუმენტი წარმოადგენს სატელეკომუნიკაციო მომსახურების შესახებ ძირითად ხელშეკრულებას და  მასთან ერთად მოქმედებს დანართები №№1, 2, 3,4, რომლებიც წარმოადგენენ ამ დოკუმენტის განუყოფელ ნაწილს და გამოიყენებიან მასთან ერთიანობაში.

 

მხარეები ნების თავისუფალი გამოვლენის საფუძველზე, იმის გთვალისწინებით რომ:

 

–          აბონენტი მოითხოვს მიიღოს ოპერატორისაგან შეთანხმებით გათვალისწინებული მომსახურება,

–          ოპერატორი ფლობს შესაბამის ავტორიზაციას და ნებართვებს ამ მომსახურების მისაწოდებლად,

–          მხარეებისთვის მისაღებია ქვემოთ მოცემული და ამ დოკუმენტის პირობები,

–          თანახმაა შეკვეთის შეთანხმებით განსაზღვრული კონკრეტული პირობებით მიიღოს მომსახურება,

–          მხარეები თანხმდებიან, რომ როგორც ელექტრონული, ასევე წერილობითი ფორმით გააფორმონ წინამდებარე ხელშეკრულება და შეიტანონ მასში ცვლილებები და დამატებები, დაამტკიცონ ახალი პირობები ურთიერთობების რეგულირებისთვის.

 

ვთანხმდით ქვემოთ წარმოდგენილ პირობებზე:

1.     ხელშეკრულების საგანი

  1. ოპერატორი ვალდებულია გაუწიოს აბონენტს შეკვეთის შეთანხმებით (დანართი 4) ან შეთანხმებებით განსაზღვრული ძირითადი და დამატებითი მომსახურება, რის სანაცვლოდაც აბონენტი ვალდებულია შეთანხმებული ოდენობით და პერიოდულობით გადაიხადოს შესაბამისი მომსახურების გადასახადი წინამდებარე ხელშეკრულებით დადგენილი წესითა და პირობებით.
  2. ოპერატორი ვალდებულია დაიწყოს აბონენტისათვის მომსახურების გაწევა „შეკვეთის შეთანხმების“ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში;
  3. მხარეები თანხმდებიან, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც მომსახურების დამატება შესაძლებელია დისტანციურად, მომსახურების დამატების თაობაზე დამატებითი დოკუმენტების/შეთანხმების გაფორმების საჭიროებას განსაზღვრავს ოპერატორი, ხოლო დასტურდება ეს შეკვეთა აბონენტის მიერ ელექტრონული ფორმით თანხმობის გამოცხადებით.
  4. მომსახურებით სარგებლობის დაწყებისას აბონენტის მიერ შერჩეული მომსახურების პირობები/პაკეტი მოწვევის ოფერტის სახით განთავსებულია ოპერატორის ინტერნეტ გვერდზე(www.tvnet.ge). ოპერატორი მომსახურების პაკეტის ცვლილებას ახორციელებს აბონენტის მხრიდან ელექტრონული / წერილობითი / სატელეფონო ზარით განაცხადის წარმოდგენისთანავე,
  5. ოპერატორის მიერ მომხმარებლებისათვის შეთავაზებული მომსახურების პაკეტების/პირობების ცვლილება უნდა ეცნობოს მომხმარებელს ელექტრონულად არაუგვიანეს 10 სამუშაო დღით ადრე მათ ძალაში შესვლამდე. IPTV მომსახურების დანერგვის შემთხვევაში ტარიფის ცვლილებისას შეტყობინება ხდება ერთი თვით ადრე მაინც.
  6. ინტერნეტმომსახურების მიმწოდებელი უზრუნველყოფს მომხმარებლისათვის ინტერნეტმომსახურების მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის კანონმდებლობით დადგენილი წესით შეთანხმებულ ინტერნეტმომსახურების მიწოდების პირობებით გათვალისწინებული ხარისხიანი მომსახურების მიწოდებას ამ წესების შესაბამისად.
  7. წინამდებარე ხელშეკრულების ხელმოწერით ან/და მომხმარებლის მიერ მითითებული ელექტრონული ფოსტიდან წარმოდგენილი ელექტრონული გზავნილით აბონენტი ადასტურებს, რომ ის გაეცნო  ხელშეკრულების ყველა პირობას, მისთვის გასაგებია და მისაღებია ხელშეკრულების (და მასთან დაკავშირებული დოკუმენტების) ყველა პირობა და ეთანხმება მას.
  8. მომსახურების პირობების შეცვლა ხდება წერილობითი ფორმით ან ელექტრონული საშუალებით;
  9. წინამდებარე ხელშეკრულება და მისი ყველა 4 დანართი ძალაში შედის შეკვეთის შეთანხმების პირობებზე აბონენტის მხრიდან დათანხმების/ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს უვადოდ, მხარეთა მიერ მის შეწყვეტამდე.
  10. აბონენტისთვის ინტერნეტ-მომსახურებისთვის განკუთვნილი ტექნიკური მოწყობილობების გადაცემა ხდება შესაბამისი მიღება–ჩაბარების აქტის საფუძველზე.
  11. მხარეები ადასტურებენ, რომ ვირუსებისა და საფრთხის შემცველი ტექნოლოგიური საშუალებებისაგან აბონენტის სრულყოფილი დაცვა პრაქტიკულად შეუძლებელია, შესაბამისად, აღნიშნული მიზეზით აბონენტისათვის მიყენებულ რაიმე სახის ზიანზე პასუხისმგებლობა არ ეკისრება შემსრულებელს.

2.     ტერმინთა განმარტება

  1. წინამდებარე მომსახურების ხელშეკრულებაში ან/და დამატებითი მომსახურების ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევასთან დაკავშირებით :

ა) მომსახურების ხელშეკრულება – მომსახურების ძირითადი ხელშეკრულება და მისი ოთხივე დანართი, მათ შორის მხარეთა შორის გაფორმებული შეთანხმება;

ბ) მომსახურების ძირითადი სახეობები – ოპტიკური ინტერნეტ მომსახურება, უსადენო ინტერნეტ მომსახურება,  სატრანზიტო სატელევიზიო მომსახურება;

გ) სააბონენტო აპარატურა და მოწყობილობები  – აბონენტის ფართზე/მისამართზე განთავსებული, მისთვის დროებით ექსპლუატაციაში ან/და საკუთრებაში გადაცემული, მომსახურების მიღებისათვის  აუცილებელი ან დაკავშირებული მოწყობილობები.

დ) საკონტაქტო მონაცემები – „შეკვეთის შეთანხმებაში“  მითითებული აბონენტის მონაცემები, მისამართები, ტელეფონების ნომრები, ელ. ფოსტის მისამართი, აბონენტის სხვა მონაცემები;

ე) ინდივიდუალური შეტყობინება – აბონენტის მისამართზე / ელექტრონული ფოსტის მისამართზე გაგზავნილი წერილობითი შეტყობინება / საკონტაქტო ნომერზე გაგზავნილი ხმოვანი /  მოკლე ტექსტური შეტყობინება / ზეპირი სატელეფონო ხმოვანი შეტყობინება, რაც დასტურდება შესაბამისი წესით;  

ვ) „შეკვეთის შეთანხმება“ – მხარეების შეთანხმება (დანართი 4) მომსახურების კონკრეტული დეტალების და არსებითი პირობების შესახებ იმ პირობებზე რომელიც არ არის გათვალისწინებული ამ კონტრაქტით და მისი დანართებით. შეკვეთის შეთანხმება მოქმედებს ამ დოკუმენტთან და მის დანართებთან ერთად.

ზ) პერსონალური ინფორმაცია – აბონენტის სახელი, გვარი, იურიდიული პირის სახელწოდება, მისამართი, რეკვიზიტები, უფლებამოსილი პირ(ებ)ი, მომსახურების მიწოდების ადგილ(ებ)ი, გაწეული მომსახურების თარიღი, ოდენობა, საფასური, გადახდილი /გადასახდელ თანხა,  გაწეულ მომსახურების მოცულობა და შინაარსი,  სისტემაში დაცული სხვა ნებისმიერი მონაცემები რაც განსაზღვრული ამ ხელშეკრულების დანართი N3-ით;        

თ) საბილინგო სისტემა – მომსახურებისათვის აბონენტის მხრიდან ფულადი თანხების გადახდის ოპერაციებისა და აბონენტის მიერ მიღებული მომსახურების მოცულობის დაანგარიშების ავტომატიზებული სისტემა, რომელიც შესაძლოა არ იყოს ოპერატორის საკუთარი სერვისი. ამ შემთხვევაში მას აქვს უფლება აბონენტის პერსონალური მონაცემების გადამუშავება დაავალოს მის კონტრაქტორ ოპერატორს;

ი)  სააბონენტო ანგარიში – ანგარიში ოპერატორის საბილინგო სისტემაში, სადაც აღირიცხება აბონენტისათვის მიწოდებული მომსახურების მოცულობა, ფასი და აბონენტის მიერ განხორციელებული გადახდები;

 

კ) უფასო გამოძახება – აბონენტის მიერ ოპერატორის ტექნიკური პერსონალის გამოძახება მომსახურების შეფერხებისას, კალენდარულ თვეში ერთხელ გამოძახების ფასი შედის მომსახურების პაკეტის საფასურში. უფასო გამოძახების შემდგომი გამოძახების საფასური მოცემულია ოპერატორის  ვებ-გვერდზე.

ლ) ინტერნეტ მომსახურება – საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურება, რომელიც უზრუნველყოფს ინტერნეტთან წვდომას და, ამგვარად, გამოყენებული ქსელის ტექნოლოგიის და ტერმინალური მოწყობილობის მიუხედავად, იძლევა ინტერნეტის ფაქტობრივად ყველა წერტილთან დაშვების შესაძლებლობას;

მ) მინიმალური სიჩქარე – ინტერნეტმომსახურების მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის კანონმდებლობით დადგენილი წესით შეთანხმებულ ინტერნეტმომსახურების მიწოდების პირობებში დაფიქსირებული მინიმალური სიჩქარე, რომლის მიწოდების ვალდებულებასაც იღებს ინტერნეტმომსახურების მიმწოდებელი;

ნ) მაქსიმალური სიჩქარე – ინტერნეტმომსახურების მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის კანონმდებლობით დადგენილი წესით შეთანხმებულ ინტერნეტმომსახურების მიწოდების პირობებში დაფიქსირებული მაქსიმალური სიჩქარე, რომელიც სულ მცირე გარკვეული დროის განმავლობაში უნდა მიიღოს მომხმარებელმა (მაგ: დღეში ერთხელ მაინც);

ო) ფაქტობრივად ხელმისაწვდომი სიჩქარე – მიწოდებული ინტერნეტმომსახურების სიჩქარე, რომელიც მომხმარებელს მიეწოდება დროის უმეტეს წილად ამ წესებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად;

პ) დაკავშირების სიჩქარე – პარამეტრი, რომელიც გამოსახავს მონაცემთა გადაცემის დაუტვირთავ არხში, ქსელის ტერმინაციის წერტილსა და ინტერნეტის გაცვლის წერტილს შორის ინფორმაციის გაცვლის სიჩქარეს (ატვირთვა / ჩამოტვირთვა) კბტ/წმ-ში;

ჟ) დაყოვნება – პარამეტრი, რომელიც აჩვენებს დაუტვირთავ არხზე ქსელის ტერმინაციის წერტილსა და ინტერნეტმომსახურების მიმწოდებლის ინტერნეტის გაცვლის წერტილს შორის, ორივე მიმართულებით, პაკეტების გაგზავნასა და მიღებას შორის დროის დაყოვნებას მილიწამებში;

რ) ჯიტერი (jitter) – პარამეტრი, რომელიც გამოსახავს ქსელის გამტარუნარიანობის შეზღუდული შესაძლებლობით გამოწვეულ პაკეტების გაგზავნასა და მიღებას შორის არათანაბარ/არაერთგვაროვან დროის დაყოვნებას მილიწამებში;

ს) დაკარგული პაკეტების კოეფიციენტი (packet loss ratio) – პარამეტრი, რომელიც გამოსახავს დაკარგული პაკეტების პროცენტულ პროპორციას გაგზავნილი პაკეტების მთლიან რაოდენობაში;

ტ) ქსელის ტერმინაციის წერტილი – ფიქსირებული ინტერნეტმომსახურების მიმწოდებლის ქსელის დამაბოლოებელი წერტილი (მათ შორის, ფიქსირებული ინტერნეტმომსახურების მისაწოდებლად მომსახურების მიმწოდებლის მიერ მომხმარებლისათვის გადაცემული აპარატურა ან მომსახურების მიმწოდებლის რეკომენდაციების შესაბამისად მომხმარებლის მიერ შეძენილი აპარატურა), რომლის საშუალებითაც ინტერნეტმომსახურების მიმწოდებელი უზრუნველყოფს მომხმარებლის წვდომას საერთო სარგებლობის ელექტრონულ საკომუნიკაციო ქსელთან

3.     ზოგადი ვალდებულებები

  1. ოპერატორი ვალდებულია გაუწიოს მომხმარებლის მიერ შერჩეული მომსახურება ხარისხიანად, რის სანაცვლოდაც დამკვეთი ვალდებულია გადაიხადოს შესაბამისი საფასური წინამდებარე ხელშეკრულებით დადგენილი წესითა და პირობებით.
  2. კომპანია აბონენტს უწევს სულ მცირე იმ ხარისხის მომსახურებას რაც განსაზღვრულია ან კონტრაქტით ან/და წარმოდგენილია კომპანიის ინტერნეტ გვერდზე, უწყვეტად გარდა გადაუდებელი სარემონტო და პროფილაქტიკური სამუშაოების მიმდინარეობისას.
  3. აბონენტი ინფორმირებულია რომ ქსელის აგებულების თავისებურებებიდან გამომდინარე მომსახურება და მისი ხარისხი დამოკიდებულია აბონენტის ტერმინალური და სხვა მოწყობილობების მდგომარეობაზეც. აბონენტი ვალდებულია დაუშვას კომპანიის წარმომადგენლები შესაბამის ფართში ხარვეზების მიზეზების გამოვლენისა და აღმოფხვრის მიზნით;
  4. ოპერატორი ადგენს მომსახურების პირობებს,  წესებს, ტარიფებს, მათი გადახდის წესებს და მინიმუმ 10 სამუშაო დღით ადრე სათანადო შეტყობინებით უფლებამოსილია ცალმხრივად შეცვალოს ხელშეკრულების ყველა პირობა.
  5. მომსახურების საფასურის გაზრდის შემთხვევაში ოპერატორი უზრუნველყოფს აბონენტის ინფორმირებას ინდივიდუალური შეტყობინების გაგზავნის საშუალებით. ყველა სხვა შემთხვევაში ოპერატორის მიერ ამ  და შეკვეთის შეთანხმებაში მითითებულ ვებ-გვერდზე ინფორმაციის გამოქვეყნება ჩაითვლება აბონენტის შეტყობინებად.
  6. წერილობითი შეტყობინება მიღებულად ჩაითვლება აბონენტის მიერ მითითებულ ელექტრონული საფოსტო მისამართზე გაგზავნის დადასტურების ფაქტით.
  7. მოკლე ტექსტური შეტყობინება გაგზავნილად მიიჩნევა ოპერატორის ქსელიდან ტექსტური შეტყობინების ადრესატი აბონენტის მიერ მითითებული საკონტაქტო ნომრის მიმართულებით გაგზავნით;
  8. ოპერატორი ვალდებულია ჩაატაროს საკუთარი ქსელში გადაუდებელი სარემონტო თუ პროფილაქტიკური სამუშაოები, რომელსაც შესაძლებელია მოყვეს მომსახურების დროებითი შეჩერება, შეზღუდვა, გაუარესება ან შეფერხებები და რომელიც ემსახურება მომსახურების ხარისხის შენარჩუნებას ან გაუმჯობესებას ან გამიზნულია ქსელის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად;
  9. ოპერატორი ვალდებულია დროულად აღმოფხვრას მომსახურებაში არსებული შეფერხებები და ნაკლოვანებები და აღადგინოს ქსელის ნორმალურ რეჟიმში ფუნქციონირება გონივრულ ვადებში, ტექნიკური შესაძლებლობების და მის ხელთ არსებული რესურსების ფარგლებში;
  10. მოსალოდნელი მომსახურების შეზღუდვის შესახებ ელექტრონული ფოსტის საშუალებით აბონენტს ეგზავნება ელექტრონული შეტყობინება, იმ შემთხვევაში თუ აბონენტს წერილობითი სახით მითითებული აქვს ელექტრონული ფოსტის მისამართი.
  11. ოპერატორი ვალდებულია დაიცვას ხელყოფისგან აბონენტის პერსონალური ინფორმაცია.

4. საქსელო ნეიტრალიტეტი და ტრაფიკის თვითნებური მართვა

  1. მომსახურების მიმწოდებელი, ვალდებულია უზრუნველყოს მომხმარებლის უფლება და შესაძლებლობა, მომსახურების მეშვეობით მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია და კონტენტი, ისარგებლოს და თავად მიაწოდოს აპლიკაციები და მომსახურებები, ისარგებლოს მომხმარებლის მიერ არჩეული ტერმინალური მოწყობილობით, განურჩევლად მომხმარებლის, ინტერნეტმომსახურების მიმწოდებლის ადგილსამყოფელისა ან ინფორმაციის, კონტენტის, აპლიკაციის ან მომსახურების ადგილმდებარეობის, წარმომავლობის ან დანიშნულების ადგილისა.
  2. დაუშვებელია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მომხმარებლის უფლებისა და შესაძლებლობის შეზღუდვა ინტერნეტმომსახურების მიმწოდებლის მიერ განსაზღვრული ინტერნეტმომსახურების მიწოდების კომერციული და ტექნიკური პირობებით, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა აირჩიოს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირობებით და ასევე, ამ პირობებისგან განსხვავებული პირობებით შეთავაზებული მომსახურებებიდან მისთვის სასურველი მომსახურება.
  3. საცალო ინტერნეტმომსახურების მიმწოდებელი, უზრუნველყოფს ყველა ტრაფიკის გადაცემას თანაბრად, დისკრიმინაციის, შეზღუდვისა და ხელშეშლის გარეშე, განურჩევლად გამოგზავნისა და მიმღებისა, მიღებული და გავრცელებული კონტენტისა, გამოყენებული ან მიწოდებული აპლიკაციების და მომსახურებებისა ან გამოყენებული ტერმინალური მოწყობილობისა.
  4. ამ მუხლის მე-3 პუნქტი არ ზღუდავს საცალო ინტერნეტმომსახურების მიმწოდებელს, მიიღოს გონივრული ზომები ტრაფიკის სამართავად. მიღებული ზომები გონივრულად ჩაითვლება, თუ არის გამჭვირვალე, არადისკრიმინაციული და პროპორციული და არ გამომდინარეობს კომერციული მოსაზრებებიდან, არამედ ეფუძნება ტრაფიკის სპეციფიკური კატეგორიებისთვის მომსახურების ობიექტურად განსხვავებული ტექნიკური მოთხოვნებიდან გამომდინარე ხარისხის უზრუნველყოფას. ასეთი ზომები შეიძლება განხორციელდეს აუცილებელი ხანგრძლივობით.
  5. საცალო ინტერნეტმომსახურების მიმწოდებელს, აქვს უფლება ტრაფიკის სამართავად მიიღოს ზომები, რომლებიც სცდება ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული გონივრული ზომების ფარგლებს, მხოლოდ აუცილებელი ხანგრძლივობით, შემდეგი მიზნებით:

ა) მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების, სასამართლოს გადაწყვეტილების ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ადმინისტრაციული ორგანოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესრულების მიზნით;

ბ) მომხმარებლის ტერმინალური მოწყობილობის, ქსელით მიწოდებული მომსახურებებისა და თავად ქსელის ინტეგრაციისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით;

გ) ქსელის მოსალოდნელი გადატვირთვის თავიდან აცილების და ქსელის მნიშვნელოვანი ან დროებითი გადატვირთვის შედეგების შემცირების მიზნით, იმ პირობით, რომ ერთგვაროვანი კატეგორიების ტრაფიკის გადაცემა მოხდება თანაბარი პირობებით.

5.     ანგარიშსწორების წესი და ძირითადი პირობები

  1. ანგარიშსწორება ხორციელდება წინასწარი გადახდის ან შემდგომი გადახდის წესით;
  2. ანგარიშსწორება ხორციელდება წინასწარი გადახდის წესით, ყოველი ახალი საანგარიშო პერიოდის დასაწყისამდე, ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორების სახით, სააბონენტო გადასახდელის/სხვა გადასახდელების სრულად დაფარვით.
  3. აბონენტს ეზღუდება მომსახურება დავალიანების შემთხვევაში. აბონენტისთვის მომსახურების მიწოდება განახლდება, დავალიანების არსებობის შემთხვევაში მისი დაფარვის შემდგომ.
  4. მიმდინარე საანგარიშო პერიოდის გასვლამდე სააბონენტო ანგარიშზე ნებისმიერი ოდენობის თანხის ჩარიცხვის შემთხვევაში, განხორციელდება შეტანილი თანხის ოდენობისა და მიმდინარე სააბონენტო გადასახადის დარიცხვების შესაბამისად გადახდის დღის გადაანგარიშება იმ თარიღამდე, რა თარიღამდეც შეტანილი თანხის ოდენობა უზრუნველყოფს წარმოშობილი სააბონენტო გადასახადის/სხვა გადასახდელების დაფარვის შესაძლებლობას.
  5. აბონენტის მიერ თანხა გადახდილად ითვლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც იგი ჩაირიცხება (აისახება) ოპერატორის საბანკო ანგარიშზე/სააბონენტო ანგარიშზე.
  6. მესამე პირთა მიერ შემოთავაზებული მომსახურების საშუალებით (სწრაფი გადახდის აპარატები, ბანკები და სხვა.) მომსახურების საფასურის ჩარიცხვისას პირობები და წესები, მათ შორის ჩასარიცხი თანხის მინიმალური ოდენობა და საფასური განისაზღვრება ასეთი მომსახურების გამწევი მესამე პირების მიერ და სცილდება ოპერატორის პასუხისმგებლობის ფარგლებს.
  7. ოპერატორის თანახმაა სააბონენტო გადასახდელი საფასური და სხვა გადასახადები დაფაროს (გადაიხადოს) ნებისმიერმა მესამე პირმაც აბონენტის ნებართვით და თანხმობით.
  8. იმ შემთხვევაში თუ მომსახურების შეკვეთის შეთანხმებით ხდება შემდგომი გადახდა სააბონენტო გადასახდელის და მიღებული მომსახურების მოცულობის მიხედვით განსაზღვრული მომსახურების საფასურის (დავალიანების) გადაუხდელობის შემთხვევაში მოხდება მომსახურების შეზღუდვა.
  9. შეზღუდული მომსახურების აღდგენა ხდება შეზღუდვის მიზეზების აღმოფხვრიდან არა უგვიანეს მეორე დღის დასრულებამდე

6. აბონენტის უფლებები  და ვალდებულებები

6.1 აბონენტს უფლება აქვს:

  • მიიღოს აუცილებელი და სწორი ინფორმაცია ოპერატორის მიერ აბონენტებისათვის შეთავაზებული მომსახურებების შესახებ
  • მიმართოს ოპერატორს განცხადებითა და პრეტენზიებით (საჩივრით) ოპერატორის მიერ მიწოდებული მომსახურებების შესახებ
  • შეუფერხებლად, დროულად და უფასოდ მიიღოს ინფორმაცია მომსახურების მიწოდების შეზღუდვისა და შეწყვეტის მიზეზებისა და ხანგრძლივობის თაობაზე, ისევე როგორც ოპერატორის მიერ დადგენილი ფორმით.
  • მოითხოვოს ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტისათვის სააბონენტო ანგარიშზე არსებული და გაუხარჯავი თანხის დაბრუნება. აბონენტს, მისი მოთხოვნის შემთხვევაში, თანხა დაუბრუნდება ხელშეკრულების შეწყვეტიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში.
  • აბონენტი ვალდებულია:
  • შეასრულოს ამ ხელშეკრულებით და მისი დანართებით განსაზღვრული ვალდებულებები, პირობები და მოთხოვნები
  • მომსახურება ან/და მოწყობილობები გამოიყენოს მხოლოდ მისი საკუთარი პირადი მოხმარებისათვის.
  • მომსახურებისათვის მოახდინოს ანგარიშსწორება, ხოლო დავალიანების წარმოშობის შემთხვევაში დროულად დაფაროს იგი. თუ სხვაგვარად არ არის განსაზღვრული ოპერატორის მიერ, ფულადი ვალდებულება აბონენტის მხრიდან უნდა შესრულდეს ოპერატორის მოთხოვნიდან არაუგვიანეს 5 საბანკო დღის ვადაში.
  • აბონენტი ვალდებულია დროულად გადაიხადოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სააბონენტო გადასახდელი, აგრეთვე სხვა სახის გადასახდელები.
  • მომსახურების სააბონენტო გადასახდელი მოიცავს ოპერატორის მიერ აბონენტისათვის გაწეული მომსახურების ღირებულებას
  • მომსახურების ინსტალაციის საფასური, ასეთის არსებობის შემთხვევაში, განისაზღვრება შეკვეთის შეთანხმებით და იგი აბონენტმა უნდა გადაიხადოს მომსახურების პირველი თვის საფასურთან ერთად, თუ სხვაგვარად არ არის შეთანხმებული მხარეთა შორის.
  • ნებისმიერი შემოთავაზებული შესრულება აბონენტის ყოველგვარი დამატებითი თანხმობის გარეშე.
  • არ მოახდინოს ოპერატორის ქსელში მესამე პირების უნებართვო ჩართვა,
  • არ მოახდინოს ტექნოლოგიურ კომპონენტებში, პროგრამებში, მონაცემთა ბაზებში არასანქცირებული შეღწევა, მომსახურების გადაყიდვა / გაზიარება, ოპერატორის კუთვნილი სააბონენტო მოწყობილობის გადაცემა მესამე პირებისთვის;
  • მომსახურების გამოყენება მესამე პირთა პირადი ცხოვრების, მათი სიმშვიდის შემლახავი, მუქარის შემცველი, მათთვის მატერიალური ზიანის მომყენებელი, ცილისმწამებლური და შეურაცხმყოფელი ან სხვა ნებისმიერი მართლსაწინააღმდეგო ქმედებებისათვის;
  • „სპამის“, დაუშვებელი პროდუქციის, კომპიუტერული ვირუსის, თაღლითური ან მავნე პროგრამების გავრცელება;
  • ისეთი ქსელური მოწყობილობების მონტაჟი, რომლებიც აბონენტს აძლევს შესაძლებლობას ოპერატორისაგან ფარულად ქსელში ჩართოს დანართში გათვალისწინებული კომპიუტერების, სააბონენტო მოწყობილობების ლიმიტზე მეტი ოდენობის კომპიუტერები, სააბონენტო მოწყობილობები;
  • მომსახურების მესამე პირებისათვის მიწოდება ნებისმიერი გზით, მათ შორის, მომსახურების პაკეტის გაყოფა ნებისმიერი მესამე პირისათვის.
  • ინტერნეტ-მომსახურებით უსადენო ტექნოლოგიით სარგებლობისას აბონენტს ოპერატორი სთავაზობს რომ მისი ქსელის უსაფრთხოებისა და წინამდებარე პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვის უზრუნველყოფისათვის, შესაბამის მოწყობილობას დაადოს პაროლი და არ დაუშვას აღნიშნული პაროლის გასაჯაროვება და ხელმისაწვდომობა, რომ არ მოხდეს მისი ქსელიდან უკანონო ქმედების განხორციელება და მავნე კონტენტის გავრცელება.

7. კომუნიკაციის საშუალებები და  წესები

  1. ოპერატორი აბონენტთან კომუნიკაციას ახორციელებს შემდეგი საკომუნიკაციო საშუალებებით, მისი არჩევანის და მდგომარეობის შესაბამისად, კანონმდებლობით დადგენილი გამონაკლისი წესების დაცვით:
  • საჯარო შეტყობინებით ცენტრალური ან ადგილობრივი მედია საშუალებების მეშვეობით;
  • ამ კონტრაქტით ან შეკვეთის შეთანხმებით განსაზღვრულ ინტერნეტ გვერდის მეშვეობით;
  • ელექტრონულ ფოსტაზე წერილის გაგზავნით;
  • ტელეფონზე შეტყობინების გაგზავნით;
  • ტელეფონოგრამით ანუ ინდივიდუალური შეტყობინების გზით, როდესაც ხდება ოქმის შედგენა;
  1. აბონენტისთვის ოპერატორთან კომუნიკაციისთვის გამოყოფილია შემდეგი საკომუნიკაციო საშუალებები:
  • ელექტრონული ფოსტა;
  • ონლაინ საკონსულტაციო პლატფორმა;
  • ოპერატორის 24/7-ზე ცხელი ხაზი;
  • სერვისცენტრში ვიზიტით;
  • წერილობითი განცხადებით.
  1. აბონენტის მხრიდან ელექტრონულ ფოსტაზე განაცხადის, საჩივრის და ა.შ. ელექტრონული გზავნილის წარდგენისას ოპერატორმა უნდა დაადასტუროს ელექტრონული გზავნილის მიღების ფაქტი საპასუხო ელექტრონული წერილით;
  2. თითოეული მხარე პასუხს აგებს საკონტაქტო მონაცემების სისწორეზე. მითითებულ მონაცემთაგან რომელიმეს ცვლილების თაობაზე მხარეები ვალდებულია არიან ინფორმაცია მიაწოდონ მეორე მხარეს. წინააღმდეგ შემთხვევაში მეორე მხარე თავისუფლდება პასუხისმგებლობისგან;
  3. ოპერატორი ვალდებულია აბონენტს, სულ მცირე 10 (ათი) სამუშაო დღით ადრე, ინდივიდუალური შეტყობინებით მიაწოდოს ინფორმაცია მომსახურების პირობების იმგვარი ცვლილების შესახებ, რაც ზრდის აბონენტზე დაკისრებული ვალდებულებების მოცულობას ანუ სამართლებრივად აუარესებს მის პოზიციებს;
  4. მომხმარებლის ინფორმირების შემთხვევაში, როდესაც არ არის მიღებული დადასტურება ცვლილებების შესახებ შეტყობინების ჩაბარებაზე, მის მიერ მომსახურების საფასურის გადახდა ჩაითვლება მის თანხმობად შეცვლილ/განახლებულ პირობებზე, ასევე თუ ის არ განაცხადებს სათანადო წესით უარს განახლებულ პირობებზე;
  5. აბონენტი უფლებამოსილია წინამდებარე ხელშეკრულებით დადგენილი პირობების შესაბამისად ხელშეკრულებაში / დანართში განსაზღვრული მომსახურების პირობები შეცვალოს სამუშაო საათებში ოპერატორის მიერ შეთავაზებული სხვადასხვა ფორმით (ცხელი ხაზი, ვებ პლატფორმა და ა.შ.).

8. დაუძლეველი ძალა და პასუხისმგებლობისგან განთავისუფლება

  1. მხარეების მიერ ნაკისრი ვალდებულებ(ებ)ის შესრულებისგან (ასევე არაჯეროვანი შესრულებისგან) და  შესაბამისად პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლების საფუძველია იმგვარი დაუძლეველი ძალა რომელიც  არ არის დამოკიდებული მხარეებზე და მათ გონივრულ და ადამიანურ კონტროლს სცილდება და არ ექვემდებარება.[1]
  2. დაუძლეველ ძალად ჩაითვლება (თუმცა არ შემოიფარგლება)შემდეგი სახის გარემოებების დადგომა:
  • მაგისტრალური ქსელის განადგურება, ხანძარი და გრძელვადიანი დაზიანება, ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტა და სხვაგვარი გარემოებები რომელიც შეუძლებელს ხდის ან აბრკოლებს მომსახურების მიწოდებას ;
  • სტიქიური უბედურებანი და ეპიდემიები, საგანგებო მდგომარეობა, ომი ან/და სამოქალაქო დაპირისპირება, გაფიცვა და ლოკაუტი, საბოტაჟი, ტერორისტული აქტი;
  • საკანონმდებლო და მარეგულირებელი ნორმების და აქტების შეცვლა რაც შეუძლებელს ხდის ამ კონტრაქტის პირობების შესრულებას.
  1. ვალდებულების შესრულების შეუძლებლობის დროს დაუძლეველი ძალის ანუ ფორს მაჟორის გამო, თითოეული მხარე ვალდებულია მაქსიმალურად მოკლე ვადაში შეატყობინოს მეორე მხარეს ამ ხელშეკრულების პირობებით დადგენილი შეტყობინების წესით ან სხვა შეთანხმებული ფორმით ვალდებულების შეუსრულებლობის მიზეზის და ამ გარემოებების დასრულების ზუსტი ვადის შესახებ;
  2. ვალდებულებების არაჯეროვანი ან შეუსრულებლობისაგან მხარე  თავისუფლდება მხოლოდ ამ გარემოებების მიმდინარეობის ვადით;
  3. იმ შემთხვევაში თუ დაუძლეველი ძალის მოქმედება გაგრძელდა ერთ თვეზე მეტ ხანს, მხარე ან მხარეები უფლებამოსილი არიან გავიდნენ ხელშეკრულებიდან.

9.     მომსახურების ხარისხი, უწყვეტობა, დაზიანების აღრიცხვა, აღმოფხვრის წესი და ვადები

  1. მომხმარებლებისათვის გაწეული ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურება ხარისხიანია თუ შეესაბამება მოქმედ ტექნიკურ ნორმებს, ხელშეკრულების პირობებს, აგრეთვე ინფორმაციას (რეკლამას) მომსახურების შესახებ
  2. მომსახურება ხელმისაწვდომი უნდა იყოს დღე-ღამის 24 საათის განმავლობაში, გამონაკლისი ან ფორსმაჟორული გარემოებების (მათ შორის, კიბერ-შეტევები, კიბერ თავდასხმები) არსებობის შემთხვევების გარდა;
  3. უწყვეტი მომსახურების ვალდებულების გამონაკლის შემთხვევებად მიიჩნევა ასევე გადაუდებელი ან პროფილაქტიკური სარემონტო თუ  სამუშაოების მიმდინარეობის დრო, როდესაც დასაშვებია რომ მოხდეს მომსახურების მიწოდების შეჩერება შესაბამისი ვადით;
  4. მომსახურების ხარისხი შეუსაბამობის პირობები საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად:
  • 24 საათის (დღე-ღამის) განმავლობაში საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ დადგენილი წესით განხორციელებული ნებისმიერი 24 გაზომვიდან ერთ შემთხვევაში მაინც არ დაფიქსირდა ინტერნეტმომსახურების მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის შეთანხმებულ ინტერნეტმომსახურების მიწოდების პირობებში მითითებული საცალო ფიქსირებული ინტერნეტმომსახურების მაქსიმალური სიჩქარე;
  • 24 საათის (დღე-ღამის) განმავლობაში საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ დადგენილი წესით განხორციელებული ნებისმიერი 24 გაზომვიდან  90 პროცენტში (21.6) მაინც არ დაფიქსირდა ინტერნეტმომსახურების მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის კანონმდებლობით დადგენილი წესით შეთანხმებულ ინტერნეტმომსახურების მიწოდების პირობებში მითითებული საცალო ფიქსირებული ინტერნეტმომსახურების ფაქტობრივად ხელმისაწვდომი სიჩქარე;
  • საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად განხორციელებული ნებისმიერი 24 გაზომვიდან ერთ შემთხვევაში მაინც დაფიქსირდა ინტერნეტმომსახურების მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის კანონმდებლობით დადგენილი წესით შეთანხმებულ ინტერნეტმომსახურების მიწოდების პირობებში მითითებული საცალო ფიქსირებული ინტერნეტმომსახურების მინიმალურ სიჩქარეზე დაბალი სიჩქარე.
  • საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად განხორციელებული ნებისმიერი 24 გაზომვიდან 90 პროცენტში (21.6 გაზომვა) მაინც არ დაფიქსირდა საცალო ფიქსირებული ინტერნეტმომსახურების მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის კანონმდებლობით დადგენილი წესით შეთანხმებულ ინტერნეტმომსახურების მიწოდების პირობებში მითითებული ან ნაკლები ჯიტერის მაჩვენებელი;
  • საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად განხორციელებული ნებისმიერი 24 გაზომვიდან 90 პროცენტში (21.6 გაზომვა) მაინც არ დაფიქსირდა ინტერნეტმომსახურების მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის კანონმდებლობით დადგენილი წესით შეთანხმებულ ინტერნეტმომსახურების მიწოდების პირობებში მითითებული ან ნაკლები დაყოვნების მაჩვენებელი;
  • მომხმარებლის მიერ ამ წესების შესაბამისად განხორციელებული ნებისმიერი 24 გაზომვიდან 90 პროცენტში მაინც (21.6 გაზომვა) არ დაფიქსირდა საცალო ფიქსირებული ინტერნეტმომსახურების მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის კანონმდებლობით დადგენილი წესით შეთანხმებულ ინტერნეტმომსახურების მიწოდების პირობებში მითითებული ან ნაკლები დაკარგული პაკეტების კოეფიციენტის მაჩვენებელი.
  1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ დადგენილი წესის მიხედვით განსაზღვრული გაზომვები ხორციელდება 24 საათის განმავლობაში მომსახურების მიწოდების ადგილზე შემდეგი პირობების დაცვით:
  • გაზომვები ხორციელდება კომისიის აპარატურით ქსელის ტერმინაციის წერტილზე სადენიან მიერთებაზე;
  • გაზომვების დროს მომხმარებლის ტერმინალური მოწყობილობა გამორთულია;
  • გაზომვების რაოდენობა მეტი სიზუსტისა და მოკლევადიანი ხარვეზის გამორიცხვის მიზნით არ უნდა იყოს 24-ზე ნაკლები;
  • გაზომვები განაწილებული უნდა იყოს დროში.
  1. სწორი შედეგების და უხარისხო მომსახურების გამოსავლენად, აბონენტის მიერ უნდა გამორიცხული იყოს, აბონენტის მხარეს ნებისმიერი ტექნიკური ან/და პროგრამული გაუმართაობა, დაზიანება ან/და ტექნიკური შეცდომა,  გაზიარებული ინტერნეტ შეერთება  მესამე პირებისთვის ან/და სხვა ტიპის ვითარება, რომელიც სრულად ან ნაწილობრივ დაკავშირებულია აბონენტის ან ნებისმიერი მესამე პირის პროგრამულ უზრუნველყოფასთან, მოწყობილობებთან, აპარატურასთან, აპლიკაციებსაც ან/და შიდა ქსელთან;
  2. აბონენტმა უნდა მოახდინოს კომპანიის წარმომადგენლის დაშვება მის ფართზე და უნდა შეასრულოს კომპანიის წარმომადგენლების მიერ აბონენტისათვის მიწოდებული პერიოდული განახლებების, მითითებების, გადატვირთვისა, სახელმძღვანელო წესების თუ სხვა ტიპის მოთხოვნები. ასევე არ დააზიანოს, თვითნებურად გადაადგილოს და ა.შ.  მომსახურების მიღების ფართზე არსებული გაყვანილობა და მოწყობილობები.
  3. მომსახურების ნებისმიერი ხარვეზის ან შეწყვეტის შესახებ აბონენტმა უნდა გააგზავნოს შეტყობინება ან/და დარეკოს ცხელ ხაზზე და შეატყობინოს ოპერატორს დაზიანების ვადები და დეტალების შესახებ, ან მიმართოს შესაბამის სერვის ცენტს;
  4. ოპერატორი ვალდებულია აღმოფხვრას დაზიანება არაუგვიანეს, ასეთი დაზიანების აღმოფხვრისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული ვადისა. დაზიანების აღმოფხვრა წარმოებს სამუშაო დღეებში და შაბათს (თუ შაბათი არ არის უქმე დღე), დილის 9-დან საღამოს 6 საათამდე, თუმცა შესაძლოა ეს სამუშაოები შესრულდეს არასამუშაო საათებშიც.
  5. იმ შემთხვევაში თუ დაზიანება მის ქსელშია, აბონენტი დაზიანების აღდგენისთვის ხარჯებს არ ანაზღაურებს;
  6. დაზიანების პერიოდში მომსახურების საფასურის დარიცხვა არ ხდება, თუმცა აბონენტის მიზეზით მომხდარი ნებისმიერი დაზიანება თუ გარემოება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ოპერატორის მიერ აბონენტისათვის მომსახურების მიწოდების შეფერხება ან შეწყვეტა, არ ათავისუფლებს აბონენტს მომსახურების ღირებულების გადახდისაგან.
  7. ოპერატორის პასუხისმგებლობა მომსახურების აპარატურის გამართულ მუშაობაზე შემოიფარგლება მის მიერ გაცემული გარანტიით, რომლის დეტალური პირობები მოცემულია აპარატურის მიღება-ჩაბარების აქტში.
  8. დათქმებისა და გამონაკლისი შემთხვევების გათვალისწინებით, თუ მომსახურების შეწყვეტის ან შეფერხების ხანგრძლივობა გადასცდა კანონმდებლობით განსაზღვრულ დროს და დაირღვა დანართით გათვალისწინებული ინტერნეტ მომსახურების ხარისხობრივი მაჩვენებელი, მაშინ ოპერატორი მოახდენს აბონენტის ინტერესების კომპენსირებისთვის სააბონენტო ანგარიშზე გაუაქტიურებს სააბონენტო ლიმიტს, რომელიც ტოლია შესაბამისი წყვეტის დროის პროპორციული სააბონენტო გადასახდელის 5%-ს;
  9. აბონენტი პასუხს აგებს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების სრულად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობით ან არაჯეროვანად შესრულებით ოპერატორისათვის მიყენებულ ზიანზე. ზიანის ანაზღაურება არ ათავისუფლებს აბონენტს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებისაგან.                                                                                                                                                  15. აბონენტი უფლებამოსილია მოითხოვოს ოპერატორისაგან  პირდაპირი ზიანის ანაზღაურება, თუ ზიანი გამოწვეულია ოპერატორის მხოლოდ ბრალეული განზრახვით / მოქმედებით ან უხეში გაუფრთხილებლობით. იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც მოქმედი კანონმდებლობით არის დაშვებული, არცერთი მხარე არ არის პასუხისმგებელი მეორეს წინაშე არაპირდაპირი ზიანისათვის, მათ შორის, წარმოების ან საქმიანობის შეჩერების, მონაცემთა დაკარგვის, მიუღებელი სარგებელის ან ნაყოფის ან სხვა არაპირდაპირი დანაკარგისათვის ან მათი შედეგებისათვის.

10. მომსახურების შეზღუდვა და შეწყვეტა

  1. აბონენტის მიერ ოპერატორისათვის გადასახდელი ნებისმიერი თანხის (მომსახურების საფასური, დამატებითი მომსახურების ფარგლებში დარიცხული საფასური და ნებისმიერი სხვა დავალიანება) დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში ან/და წინამდებარე ხელშეკრულებით ან/და კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში ოპერატორი უფლებამოსილია შეუზღუდოს აბონენტს მომსახურების მიწოდება.
  2. მომსახურების საფასურის გადახდის თარიღამდე სულ მცირე 2 კალენდარული დღით ადრე აბონენტს ეგზავნება მოკლე ტექსტური შეტყობინება, მომსახურების საფასურის/სააბონენტო გადასახადის დროულად გადაუხდელობის შემთხვევაში მომსახურების მოსალოდნელი შეზღუდვის თაობაზე. ამ პუნქტში განსაზღვრული შეტყობინების არ გაგზავნის მიუხედავად, აბონენტი არ თავისუფლდება მომსახურების საფასურის გადახდის ვალდებულებისაგან.
  3. მომსახურების შეზღუდვის სრული პერიოდის განმავლობაში აბონენტს არ მიეწოდება შესაბამისი მომსახურება;
  4. მომსახურების შეზღუდვის მომდევნო დღიდან (00:00-საათიდან) მომსახურებით სარგებლობის განახლება შესაძლებელია დავალიანების გადახდის შემთხვევაში, თუმცა მხარეები შესაძლოა შეთანხმდნენ სხვა პირობაზე, რომელიც უფრო ხელსაყრელია მოხმარებისთვის;
  5. ოპერატორი უფლებამოსილია შეუზღუდოს აბონენტს მომსახურების მიწოდება, თუ:

– მომსახურების მიწოდება შეუძლებელია წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფორს-მაჟორული გარემოებების გამო;

–  აბონენტი არ იცავს წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრულ პირობებს, მათ შორის, დროულად არ იხდის მიწოდებული მომსახურების საფასურს;

  1. მომსახურების განახლება შესაძლებელია მხოლოდ მისი შეზღუდვის საფუძვლის აღმოფხვრის შემდგომ, არაუგვიანეს მეორე დღის დასრულებამდე.
  2. იმ შემთხვევაში, თუ აბონენტი არ ფარავს მომსახურების საფასურს, შეზღუდვის თარიღიდან 45 კალენდარული დღის შემდეგ, ოპერატორი უფლებამოსილია, შეუწყვიტოს აბონენტს მომსახურების ხელშეკრულება.
  3. აბონენტს უფლება აქვს წერილობით შეტყობინებით ხელშეკრულებით განსაზღვრული წესის დაცვით, ნებისმიერ დროს შეწყვიტოს ცალკეული მომსახურება, დავალიანების სრულად დაფარვის და მომსახურების აპარატურის (ასეთი არსებობის შემთხვევაში) დაბრუნების შემდეგ.
  4. აბონენტისთვის დროებით (სარგებლობაში) გადაცემული აპარატურის გადაცემაზე დგება შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტი, ხოლო ხელშეკრულების შეწყვეტიდან 20 დღის ვადაში უნდა მოხდეს სარგებლობაში გადაცემული აპარატურის დაბრუნება ოპერატორისთვის. აბონენტი ვალდებულია გაუფრთხილდეს და არ დააზიანოს გადაცემული მოწყობილობა და დაკავშირებული სადენები და სხვა ნივთები. აპარატურის დაზიანების შემთხვევაში, აბონენტი ვალდებულია აუნაზღაუროს შემსრულებელს  დაზიანებული მომსახურების აპარატურის საკომპენსაციო თანხა შესაბამის მიღება-ჩაბარების აქტში მითითებული ოდენობით მოთხოვნიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.
  5. მომსახურების შეწყვეტის შემდგომ აბონენტი ვალდებულია ოპერატორის მოთხოვნისთანავე დაუშვას ოპერატორი მომსახურების მიღების ფართზე მომსახურების აპარატურის დემონტაჟისთვის, წინააღდეგ შემთხვევაში მას დაეკისრება დემონტაჟს დაქვემდებარებული მოწყობილობების სრული ღირებულება.

11. უსაფრთხოების პირობები და წესები

  1. აბონენტი ვალდებულია დაიცვას უსაფრთხოების წესები;
  2. აბონენტის სააბონენტო მოწყობილობაზე და მომსახურებით სარგებლობისათვის გამოყენებული აბონენტის პირად აპარატურაზე უახლესი დამცავი პროგრამული უზრუნველყოფების ქონა წარმოადგენს უშუალოდ და პირდაპირ აბონენტის ვალდებულებას.
  3. ინტერნეტ მომსახურების მიწოდებისას ოპერატორი უზრუნველყოფს პორტების გახსნილობას. შეთავაზებული მომსახურების უსაფრთხოებიდან გამომდინარე შესაძლოა შეზღუდული იყოს ის TCP პორტები რომ მოხდეს აბონენტის სპამის თავიდან აცილება, აბონენტისა და ოპერატორის ინფორმაციის/რესურსების დაცვის და უსაფრთხოების სხვა მიზნებისთვის. აღნიშნული პორტების გააქტიურება მოხდება აბონენტის მხრიდან მოთხოვნის საფუძველზე.
  4. ინტერნეტ კონტენტთან წვდომის, შეზღუდვის, ფილტრაციის და სხვა პირობები რეგულირდება ოპერატორების ქცევის კოდექსით (დანართი N2).

12.  მომსახურების აღდგენა

  1. იმ შემთხვევაში, თუ შეწყვეტილი მომსახურების აპარატურის დემონტაჟი/დაბრუნება განხორციელებული არ არის და ოპერატორის ქსელი, მოწყობილობები და ტექნოლოგიური გადაწყვეტები იძლევა საშუალებას, რომ აბონენტის შესაბამისი მოთხოვნის შემთხვევაში დისტანციურად განხორციელდეს (ოპერატორის წარმომადგენლების მომსახურების მიღების ფართზე მისვლისა და ყოველგვარი საინსტალაციო-სამონტაჟო სამუშაოებისა და მომსახურების აპარატურის შეცვლის გარეშე) აღდგენილ იქნას შეწყვეტილი მომსახურება, ოპერატორი გამოიყენებს საუკეთესო საშუალებას შეწყვეტილი მომსახურების აღდგენისათვის.
  2. შეწყვეტილი მომსახურების აღდგენისათვის შესაბამისი მომსახურების აპარატურა და მომსახურების მიღების ფართზე მოწყობილი გაყვანილობა უნდა იყოს გამართულ და მუშა მდგომარეობაში, კერძოდ, იძლეოდეს შეწყვეტილი მომსახურების სარგებლობის შესაძლებლობას.
  3. ოპერატორი უფლებამოსილია უარი უთხრას აბონენტს მომსახურების აღდგენაზე, თუ აბონენტს ერიცხება რაიმე სახის დავალიანება (როგორც ამ ხელშეკრულებიდან ისე ნებისმიერი სხვა სახის ურთიერთობიდან წარმოშობილი ვალდებულებები). ამასთან, იმ შემთხვევაში თუ აბონენტს ერიცხება ამ ხელშეკრულების შესაბამისად მომსახურების აპარატურის არ დაბრუნების დავალიანება/საკომპენსაციო თანხა/პირგასამტეხლო, შეწყვეტილი მომსახურების აღდგენის შემთხვევაში, აბონენტს გაუუქმდება დარიცხული გადასახდელი (მხოლოდ აღდგენილი მომსახურების აპარატურისთვის). ხოლო იმ შემთხვევაში, თუ აბონენტს გადახდილი აქვს ასეთი საკომპენსაციო თანხა/პირგასამტეხლო/ღირებულება, ჩაითვლება, რომ აღდგენა ხორციელდება აბონენტის პირადი აპარატურით.
  4. აბონენტი შეთანხმებით განსაზღვრული წესით უნდა დაეთანხმოს ხელშეკრულებასა და მის შესაბამის დანართებს/ცვლილებებს ან/და დამატებებს.

13. მარეგულირებელი კანონმდებლობა და დავების გადაწყვეტა

  1. ოპერატორს და აბონენტს შორის არსებული ურთიერთობები რეგულირდება:
  • საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით;
  • საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილებებით;
  • წინამდებარე ხელშეკრულებით და მისი დანართებით, ასევე სხვა პირობებით რომელიც შეთანხმებულია მხარეებს შორის სათანადო წესით.
  1. ოპერატორის ვალდებულია მომსახურების პირობებთან და ხარისხთან, ასევე წინამდებარე ხელშეკრულებიდან გამომდინარე საკითხებს მხარეები წყვეტენ ურთიერთმოლაპარაკების გზით.
  2. აბონენტის მოთხოვ(ებ)ის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, აბონენტს შეუძლია ერთჯერადად მიმართოს ოპერატორის აბონენტთა პრეტენზიების განყოფილებას ან მისი არჩევანით ააიპ „საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის“ დავების საბჭოს.
  3. მომხმარებელს უფლება აქვს საჩივარი წარადგინოს უშუალოდ მომსახურების მიმწოდებლის მომხმა-რებელთა საჩივრების განმხილველ სამსახურში, კომისიის მომხმარებელთა უფლებების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურში ან სასამართლოში.
  4. აბონენტი მომსახურების პირობებთან დაკავშირებულ პრეტენზიებს ოპერატორს წარუდგენს საჩივრის სახით როგორც ზეპირად ასევე წერილობით;
  5. საჩივარი უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
  • სამსახურის დასახელება, რომელშიც შეიტანება საჩივარი;
  • საჩივრის წარმდგენი პირის ვინაობა და მისამართი;
  • მომსახურების მიმწოდებლის დასახელება და მასთან გაფორმებული ხელშეკრულების ნომერი;
  • მოთხოვნა;
  • გარემოებანი, რომელთაც ეფუძნება მოთხოვნა.

14. სხვა  და დასკვნითი პირობები

  1. წინამდე ბარე ხელშეკრულება და მისი დანართები, ისევე როგორც მომსახურების ცალკეულ სახეობაზე გაფორმებული შეთანხმებები წარმოადგენს ერთ მთლიან ხელშეკრულებას და ძალაშია კონკრეტულ მომსახურებაზე შეკვეთის შეთანხმების მოშლამდე.
  2. ეს ხელშეკრულების მოიცავს ზოგად დებულებებს და პირობებს, რომელიც შეეხება ყველა მომსახურების კატეგორიას, თუმცა დასაშვებია რომ შეკვეთის შეთანხმება მოიცავს  გამონაკლის ან/და განსხვავებულ პირობებს, რა შემთხვევაშიც გამოიყენება აბონენტთან შეკვეთის შეთანხმებით განსაზღვრული პირობები.
  3. წინამდებარე ხელშეკრულება, როგორც წესი, აბონენტის კომფორტულობის და მოთხოვნიდან გამომდინარე, ფორმდება ელექტრონული ფორმით, თუმცა, აბონენტის მოთხოვნის შემთხვევაში უნდა გაფორმდეს წერილობით ფორმით, მხარეთა უშუალო ხელმოწერით.
  4. ელექტრონული ფორმით ხელშეკრულების დასადებად აუცილებელია რომ აბონენტი ხელშეკრულების პირობებს გაეცნოს ოპერატორის ვებ-გვერდზე ელექტრონული ფორმატით და ხელშეკრულების პირობებზე თანხმობას დაადასტუროს ელექტრონული ფორმით.
  5. ელექტრონული ფორმით თანხმობით აბონენტი ადასტურებს, რომ სრულად გაეცნო ხელშეკრულების და მისი დანართების პირობებს და სრულად ეთანხმება მის პირობებს.
  6. მხარეები თანხმდებიან, რომ აბონენტის მიერ ნების ელექტრონული ფორმით გამოხატვა, უთანაბრდება აბონენტის მიერ ხელშეკრულების უშუალო ხელმოწერას და აქვს მატერიალურ დოკუმენტზე პირადი ხელმოწერის თანაბარი იურიდიული ძალა.
  7. ცვლილებები ძალაშია, თუ აბონენტი მისთვის კანონმდებლობით ან/და წინამდებარე ხელშეკრულებით დადგენილი ფორმით და ვადების დაცვით გაგზავნილი შეტყობინების მიღებიდან საამისოდ დადგენილ ვადაში არ განაცხადებს ცვლილებებზე უარს;
  8. ხელშეკრულების სრულად ან ნაწილობრივ შეწყვეტა არ ათავისუფლებს აბონენტს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულებისაგან (მათ შორის, ერთმნიშვნელოვნად ხელშეკრულების შეწყვეტამდე მიღებული მომსახურების საფასურის სრულად გადახდის ვალდებულებისაგან).
  9. ხელშეკრულების რომელიმე პირობის ბათილობა არ გამოიწვევს მთლიანად ხელშეკრულების ან/და მისი დანართების ბათილობას თუ შესაძლებელია ხელშეკრულების საგნის მიღწევა.
  10. მოქმედი კანონმდებლობის ცვლილება, რომელიც ცვლის ან აუქმებს ხელშეკრულების რომელიმე დებულებას, არ იწვევს მთლიანად ხელშეკრულების ან მისი სხვა დებულებების ბათილობას.

წინამდებარე დებულება დამტკიცებულია:

/კომპანიის დასახელება/ შ.პ.ს. „სტა ინტეროპტიკა“;

ორგანიზაციის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი

პირის სახელი/გვარი და ხელმოწერა/ გორგოშიძე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის

2006 წლის 17 მარტის  დადგენილება №3

„ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების

მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების

დაცვის შესახებ რეგლამენტის შესაბამისად.

        მომხმარებელთა საჩივრების განმხილველი                         სამსახურის      დებულება

კომპანია „სტა ინტეროპტიკა“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს, რომელიც საქმიანობს ქ. თბილისში და ახორციელებს სადენიანი (ოპტიკურ ბოჭკოვანი) ან/და უსადენო ფიქსირებული ინტერნეტ მომსახურების მიწოდებას მომხმარებლისთვის.

წინამდებარე დებულებით დამტკიცებულია მომხმარებლის მიერ წარმოდგენილი საჩივრების განხილვის წესების და პროცედურები და მიზნად ისახავს ბოლო მომხმარებლის ინტერესების მაქსიმალურად გათვალისწინებას და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას.

მუხლი 1. ტერმინები და განმარტებები

ამ დებულებაში გამოყენებულ ტერმინებს ამ დებულების მიზნებისათვის აქვთ შემდეგი მნიშვნე­ლობა:

  1. სატელეკომუნიკაციო მომსახურე­ბა – კომპანიის მიერ მომხმარებლისათვის ინტერნეტით ან/და მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურება, ასევე გაფართოებული ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურება;
  2. მომსახურების შეზღუდვა – მომსახურების ოპერატორის მიერ მომხმარებლისათვის მომსახურების შეზღუდული პირობებით მიწოდება;
  3. მომსახურების შეწყვეტა – მომსახურების ოპერატორის ან მომხმარებლის მიერ მომხმარებელთან დადებული მომსახურების ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტა;
  4. მომხმარებელი – ბოლო მომხმარებელი, რომე­ლიც საკუთარი მოხმარებისათვის იყენებს ან განზრა­ხული აქვს გამოიყენოს საერთო სარგებლობის ელექ­ტრო­ნული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუა­ლებებით განხორციელებული მომსახურება და მიზნად არ ისახავს მის შემდგომ მიყიდვას სხვა მომხმარებელზე;
  5. სადავო ანგარიში – მომსახურების ანგარიში, რომლის გადახდაზეც უარს აცხადებს მომხმარებელი და სადავოს ხდის მას;
  6. სადემარკაციო წერტილი –  წერტილი, სადაც ხდება მომსახურების ოპერატორისა და მომხმარებლის ვალდებულებების გამიჯვნა
  7. საჩივარი – მომხმარებლის ან ნებისმიერი დაინტერესებული მხარის მიერ მომსახურების ოპერატორისათვის, კომისიასთან მოქმედი მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველისათვის წარდგენილი წერილობითი განცხადება მომსახურების გაწევისას დარღვეული უფლების აღდგენის მოთხოვნით;
  8. ტარიფი – კომპანიის მიერ შეთავაზებული მომსახურების სახეზე დადგენილი საფასური;
  9. შეტყობინება – მომსახურების ოპერატორის მიერ მომხმარებლისათვის ამ დებულებით განსაზღვრული ფორმით მიწოდებული ნებისმიერი ინფორმაცია, მათ შორის: წერილობითი (მათ შორის აბონენტის ელექტრონულ ფოსტაზე ან სატელეფონო ნომერზე მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით გაგზავნილი შეტყობინება), ვიზუალური (მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურების მიწოდებისას, მიმღები მოწყობილობის ეკრანზე გამოტანილი შეტყობინება, თუ შეტყობინება საჭიროებს მომხმარებლის მხრიდან ინფორმაციის მიღების ფაქტის დადასტურებას), ელექტრონული ფორმით გადაცემული შეტყობინება – გადაცემული ნებისმიერ სხვა ტექნიკური საშუალებით, თუ შეტყობინება საჭიროებს მომხმარებლის მხრიდან ინფორმაციის მიღების ფაქტის დადასტურებას,  მომსახურების მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის მომსახურების გაწევის თაობაზე გაფორმებულ ხელშეკრულებაში მითითებულ მომსახურების ოპერატორის ოფიციალურ ვებ გვერდზე  განთავსებული შეტყობინება, ასევე მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით საჯაროდ გავრცელებული შეტყობინება.
  10. ხარისხიანი მომსახურება – მომხმარებლე­ბისათვის გაწეული ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურება, რომელიც შეესაბამება მოქმედ ტექნიკურ ნორმებს, ხელშეკრულების პირობებს, აგრეთვე კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას (რეკლამით ან მოწვევის ოფერტით) მომსახურების შესახებ, ასევე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ დადგენილ მინიმალურ სტანდარტებს და პირობებს;
  11. ვირუსების ბლოკირების პროგრამა/სისტემა – პროგრამა/სისტემა, რომელიც იცავს კომპიუტერს ვირუსული პროგრამით ინფიცირებისაგან;
  12. ინფორმაციის შეგროვება – ნებისმიერი ქმედება, რომელიც მოიცავს ინფორმაციის შეგროვებას ან მიღებას ნებისმიერი წყაროსაგან, მათ შორის მესამე პირებისაგან;
  13. კომპიუტერული ვირუსი – კომპიუტერის მთლიან, ასევე ცალკეული პროგრამების დაზიანებაზე გათვლილი პროგრამები, რომლებიც ვრცელდებიან სხვა პროგრამების აღმასრულებელ კოდში ან სპეციალური ფორმატის დოკუმენტებში;
  14. სპეციფიკური მომსახურება – მომსახურება, რომელზეც მისი შინაარსიდან გამომდინარე დაწესებულია შეზღუდული დაშვება და მიეწოდება მომხმარებელთა მხოლოდ განსაზღვრულ კატეგორიებს.

იმ შემთხვევაში თუ არის რაიმე წინააღმდეგობა ამ განმარტებებსა და კანონმდებლობის  მოთხოვნებს შორის, გამოიყენება პირობა, რომელიც განსაზღვრულია კანონით „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ და რეგლამენტით ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ.

მუხლი 2. მომხმარებელთა საჩივრების განმხილველი  სამსახურის შემადგენლობა

კომპანიის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი მისი ბრძანებით ამტკიცებს მომხმარებელთა საჩივრების განმხილველი  სამსახურის შემადგენლობას სამი წევრის შემადგენლობით, რომელშიც შედიან:

  • დირექტორის მოადგილე;
  • მთავარი ტექნოლოგი
  • IT ოპერატორი.

მუხლი 3. მომხმარებლის ძირითადი უფლებები

მომხმარებელს უფლება აქვს მოითხოვოს მომსახურების გაწევისას ან მომსახურების გაწევით დარღვეული უფლების აღდგენა და მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება.

მომსახურებისას მომხმარებლის დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლებისა და კანონით გათვა­ლისწინებული ინტერესების აღდგენის საფუძველს წარმოადგენს საჩივარი.

მომხმარებელს უფლება აქვს საჩივარი წარად­გინოს უშუალოდ მომსახურების ოპერატორის მომხმა­რებელთა საჩივრების განმხილველ სამსახურში, კომი­სიის მომხმარებელთა უფლებების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურში ან სასამართლოში.

დაუშვებელია საჩივრის განხილვის მთელ პე­რიოდში მომსახურების ოპერატორის მიერ მომსა­ხურების შეზღუდვა ან შეწყვეტა.

მუხლი 4.  საჩივრის შინაარსი

საჩივარში აღნიშნული უნდა იყოს:

ა) სამსახურის დასახელება, რომელშიც შეიტანება საჩივარი;

ბ) საჩივრის წარმდგენი პირის ვინაობა და მისამარ­თი;

გ) მომსახურების ოპერატორის დასახელება და მასთან გაფორმებული ხელშეკრულების ნომერი / თარიღი;

დ) მოთხოვნა;

ე) გარემოებანი, რომელთაც ეფუძნება მოთხოვნა.

მუხლი 5. საჩივრის განხილვის ვადა

5.1 მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია საჩივარი განიხილოს და შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღოს საჩივრის რეგისტრაციიდან არა უგვიანეს 10 დღის ვადაში.

5.2. იმ შემთხვევაში თუ საჩივრის განხილვა უკავშირდება დიდი მოცულობის მასალების გადამუშავებას, ვადა შესაძლოა გაგრძელდეს კიდევ 5 დღით. .

მუხლი 6. გადაწყვეტილების სავალდებულო პუნქტები

  1. მომსახურების ოპერატორის გადაწყვეტილება უნდა იყოს ყოველმხრივ სრული, ობიექტური და დასაბუთებული. იგი სავალდებულო წესით უნდა შეი­ცავ­დეს იმ მეთოდოლოგიასა და პროცედურების აღწერილობას, რომლის გამოყენებითაც მოხდა პრეტენ­ზიისა და მოთხოვნის შესწავლა და მითითებული გა­რე­მოებების გამოკვლევა.
    • კომპანია ვალდებულია რომ მომხმარებელს განემარტოს, რომ დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს მომსახურების ოპერატორის გადაწყვეტილება გაასაჩივროს კომისიაში ან სასამართლოში.

მუხლი 7. მომსახურების მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის დავის განხილვის წესი

  1. მომსახურების მიმწოდებელს და მომხმარებელს შორის დავის წარმოშობის შემთხვევაში ურთიერთობა რეგულირდება „ელექტრონული კომუნიკაციების შესა­ხებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს საკანონ­მდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, მომხმარებელთა უფლებების დაცვის რეგლამენტით და ამ დებულებით.
  2. კომპანიის საჩივრების სამსახურის თავმჯდომარე ვალდებულია უზრუნველყოს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა, საკითხთან დაკავშირე­ბული დოკუმენტაციის გამოთხოვა და დამსწრე პირთა მიერ საკუთარი აზრის გამოთქმის უფლების განხორ­ციელება.

კომპანია ვალდებულია დავის განხილვის შედე­გების შესახებ წერილობით აცნობოს დაინტერესებულ საჩივრის ავტორს.

8. პრეტენზიის წარდგენა ააიპ „საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის „დავების საბჭოში

  1. აბონენტი უფლებამოსილია მიმართოს საჩივრით ააიპ „საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის „დავების საბჭოს, ოპერატორის საჩივრების განმხილველი სამსახურში მიმართვის გარეშე.
  2. ასოციაცია იხილავს საჩივარს იგივე წესით და პირობებით, რომელიც შეთანხმებულია აბონენტთან.
  3. ასოციაციის დავების საბჭო შედგება სამი წევრისგან, საიდანაც ორი წევრი განისაზღვრება საჩივრის შემოტანისას ასოციაციის მიერ, ხოლო ერთი წევრი მომსახურების მიმწოდებელი ოპერატორის მიერ, რომლის წინააღმდეგაც არის წარმოდგენილი საჩივარი.

ინტერნეტ სერვის პროვაიდერების თვითრეგულირების კოდექსი

თბილისი

2018

წინამდებარე დოკუმენტი მომზადებული ევროპის საბჭოს მხარდაჭერით და თანადგომით. ეს დოკუმენტი  არ გამოხატავს ევროპის საბჭოს პოზიციას.

  1. წინასიტყვაობა

წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს ინტერნეტის მომსახურების მიწოდებისას იმ საკითხებზე შეთანხმებას, რომელიც არ რეგულირდება კანონმდებლობით და თვითრეგულირების პრინციპებზე შეთანხმებით, მისი ხელმომწერი ოპერატორები,  საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებების დაცვასთან ერთად, შესთავაზებენ თავის მომხმარებელს, მათი უფლებების დასაცავად და მათივე ინტერესებისთვის.

ამ დოკუმენტში ჩამოთვლილია ის ზოგადი პრინციპები, რომლითაც იხელმძღვანელებენ ასოციაცია და მისი წევრები უფრო გამჭვირვალე, ეფექტური სისტემის შესაქმნელად, რომელიც მეტი შესაბამისობის და ანგარიშვალდებულების მიღწევის შესაძლებლობაა მომხმარებლების და საზოგადოების წინაშე.

წინამდებარე შეთანხმება ემყარება საქართველოს კანონმდებლობას, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს[1] და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებებს[2] და დამკვიდრებულ პრაქტიკას.

ინტერნეტის თვითრეგულირების სტრატეგიული მიზანი ინტერნეტის მიმართ ბიზნესებისა და მომხმარებლის ნდობის გაძლიერებაა, რადგან მცირდება ნდობა ინტერნეტის როგორც ინფორმაციის მედიუმის მიმართ. ეს კი პირდაპირ კავშირშია ინტერნეტის ინდუსტრიაში ჩართულობის და ეკონომიკური ეფექტურობისთვის აუცილებელი მდგომარეობის შესაქმნელად. ასეთი პირობები მოახდენს ინტერნეტ სექტორის განვითარებასა და გაზრდას.

მნიშვნელოვანი ამოცანები, რომლებიც ამ მიზნებს უდევს საფუძვლად, მოიცავს გამოხატვის თავისუფლების და ინტერნეტში ინფორმაციის თავისუფლად გაცვლის შენარჩუნებას და წახალისებას, მომხმარებლების ცნობიერების ამაღლებას საკუთარი ინტერნეტ სივრცის გასაკონტროლებლად, გაზრდის ცნობიერებას დაინტერესებულ მხარეებს შორის არსებულ მნიშვნელოვან საკითხებზე, ასევე სადაო და შეურაცხმყოფელი კონტენტის საკითხზე ეფექტური გადაჭრის გზების განვითარებას.

ამ დოკუმენტის ერთ-ერთი მიზანია იმ გამოწვევების დაძლევა, რომლებიც ბოლო პერიოდში გაჩნდა საქართველოს ინტერნეტის დამატებით რეგულირებასთან მიმართებით, რომელიც  საფრთხის შემცველია გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფის ჭრილში. ეს რისკებიც იზრდება ინტერნეტში ჩართული ბავშვების ან ნაკლებად გაცნობიერებული მომხმარებლების რაოდენობის ზრდასთან ერთად და მიზნად ისახავს ასოციაციის წევრი კომპანიების აქტივობის გაზრდას როგორც რიგითი ბოლო მომხმარებლების, ასევე მასწავლებლების, მშობლების და სხვა პასუხისმგებელი პირების დახმარებას იმისათვის, რომ ხელი შეუწყონ ინტერნეტის მომხმარებლებს შორის ცნობიერების ამაღლებას, უსაფრთხოების და სხვა საჭირო ჩვევების ჩამოყალიბებს და ზრდას.

ამასთან ხელმომწერი მხარეები აღიარებენ და თანხმდებიან იმაზე, რომ ბავშვებს და ახალგაზრდა პირებს უფლება აქვთ, ინტერნეტის საშუალებით, თავიანთი ხედვა გამოხატონ და მონაწილეობა მიიღონ საზოგადოებრივი გადაწყვეტილებების ფორმირებაში. ეს ეფუძნება ევროპის საბჭოს სტანდარტებს, რომლთა მიხედვით, ყველა ბავშვსა და 18 წლამდე ახალგაზრდას უნდა ქონდეს უფლება, გზა, ადგილი და საშუალება საჭიროების შემთხვევაში გამოხატოს საკუთარი ხედვა, წვლილი შეიტანოს გადაწყვეტილებების მიღების პროცესებში, რომლებსაც შეუძლიათ მათზე გავლენის მოხდენა, აზრი განხილული უნდა იყოს მათი ასაკის, მზარდობის და გაგების გათვალისწინებით.[3] ბავშვის და მოზარდის მონაწილეობის უფლება ეხება მთელ ინტერნეტ გარემოს რაიმე სახის დისკრიმინაციის გარეშე.

  1. შესავალი

წინამდებარე კოდექსი მომზადებულია ააიპ „საქართველოს მცირე და საშუალო ოპერატორების ასოციაციის“ წევრი ორგანიზაციების წინასწარი კონსულტაციით შედეგად, ევროპის საბჭოს მხარდაჭერით. ამ დოკუმენტის ხელმომწერი კომპანიების წარმომადგენლობით აღჭურვილი პირები აცნობიერებენ ინტერნეტის, მასთან თავისუფალი წვდომის და ინტერნეტის როგორც ინფორმაციის მედიუმის მიმართ ბოლო მომხმარებლების ნდობის მნიშვნელობას. ხელმომწერი პირები თანხმდებიან რომ:

  • ინტერნეტთან წვდომა მნიშვნელოვანი საშუალებაა თავისუფლებებისა და უფლებების უზრუნველყოფისთვის დემოკრატიულ პროცესებში მონაწილეობის მისაღებად და მათი ყველა მოქმედება მომსახურების მიწოდებისას უნდა ორიენტირებული იყოს ამ პრინციპზე;
  • ინტერნეტთან ხარისხიანი წვდომა მოიცავს ასევე არადისკრიმინაციულად და ხარისხიანი მომსახურების მიწოდების ვალდებულებას,4 ანუ როგორც ინტერნეტ კონტენტთან, ასევე აპლიკაციებთან და პროგრამებთან და სერვისებთან შეთანხმებული სიმძლავრით მიერთებას;
  • დაუშვებელია მომსახურების მიწოდებისას დისკრიმინაციული მიდგომა სქესის, რასის, კანის ფერის, ენის, რელიგიური მრწამსის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების, ეროვნული ან სოციალური წარმომავლობის, ეროვნული უმცირესობის კუთვნილების, საკუთრების, სტატუსის, ეთნიკური წარმომავლობის, ასაკის ან სექსუალური ორიენტაციის ნიშნით.[4]
  1. თვითრეგულირების პრინციპები

 

ეს კოდექსი ადგენს ოპერატორებს შორის შესათანხმებელი იმ სამართლებრივ ფარგლებს რომელშიც მოხდება ოპერირება და მხარეებს შორის ამ დოკუმენტის ხელმოწერით შეთანხმებული მიზნები მისაღწევად, კერძოდ:

  • ინტერნეტის, როგორც ინფორმაციის გაცვლის მედიუმის მიმართ ნდობის გაძლიერება;
  • ინტერნეტის გამოყენების მოცულობის ზრდის ხელშეწყობა;
  • ინფორმირებული და გაცნობიერებული მომხმარებლების რაოდენობის ზრდა;
  • დადგინდეს ერთიანი სისტემა საჩივრების განსახილველად თვითრეგულირების ფარგლებში.

ხელმომწერი მხარეები აცნობიერებენ რომ ეს დოკუმენტი არ წარმოადგენს მათთვის მავალდებულებელ დოკუმენტს და ქვემოთ განსაზღვრული პირობების შესრულება წარმოადგენს  მათ კეთილ ნებას ბოლო მომხმარებლების წინაშე.

ქვემო მოცემული პირობები არ წარმოადგენს მომხმარებლების წინაშე აღებული ვალდებულებების ნაწილს და მათი შეუსრულებლობა არ წარმოშობს სამართლებრივ საფუძვლებს და დავის შესაძლებლობას მარეგულირებელ ორგანოში ან/და სასამართლოში, არამედ მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი წესით –  ააიპ „საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციაში“ შექმნილ სპეციალურ ორგანოში – საბჭოში, საჩივრის წარდგენის შესაძლებლობას. ეს საბჭოში იხილავს მომხმარებლის განცხადებას დადგენილი წესით და ახდენს შესაბამისი რეკომენდაციის გაცემას წევრი პირის მიმართ ამ კოდექსით დადგენილ წესით და მომხმარებლის ინფორმირებას, ასევე რეკომენდაციის გასაჯაროვება ორგანიზაციის ინტერნეტ გვერდზე.

ოპერატორის არ ზღუდავს მომხმარებლის უფლებას შექმნას და გაავრცელოს ინტერნეტ კონტენტი, ინტელექტუალური საკუთრების, მათ შორის საავტორო უფლებების პატივისცემით.

ინტერნეტ სერვის პროვაიდერები ცალსახად აცხადებენ, რომ ისინი არ ახდენენ ინტერნეტ კონტენტის მონიტორინგს, ფილტრაციას და სხვა მსგავსი ტიპის და შინაარსის აქტივობას.[5]

ბოლო მომხმარებლის გამოხატვის თავისუფლება  (არა ოპერატორის არამედ კანონისმიერი მთხოვნის შემთხვევაში შესაბამისი უფლებამოსილი პირების მხრიდან) შესაძლოა შეიზღუდოს იმ შემთხვევაში თუ ხდება მოწოდება დისკრიმინაციისკენ, შუღლის გაღვივებისკენ ან/და ძალადობისკენ. ეს შეზღუდვები შესაძლოა დაწესდეს მხლოდ კანონის საფუძვეზე, ვიწროდ და პირდაპირ მიმართული კონტენტზე და სასამართლო ზედამხედველობის ქვეშ.

ამ კოდექსის ხელმომწერ ინტერნეტ მომსახურების ან/და კონტენტ პროვაიდერს და მის ყველა თანამშრომელს აქვს კორპორატიული პასუხისმგელობა პატივი სცეს და დაიცვას მომხმარებლის უფლებები. დაიცვას ამ კოდექსით განსაზღვრული მექანიზმები მომხმარებლის მიმართვაზე ან/და საჩივარზე დადგენილ ვადაზე მოკლე დროში და სრული მოცულობით რეაგირებისთვის.

მომხმარებელმა უნდა გააცნობიეროს, რომ სხვადასხვა ინტერნეტ სერვისის მიმწოდებელი კომპანიები ინტერნეტ ქსელში, შესაძლოა ადგენდნენ მათი სერვისების გამოყენების სპეციალურ პირობებს, (რომელიც არ არის ამ კოდექსის ხელმომწერი პირების მიერ დადგენილი პირობები) და მათი გამოყენება (სოციალური ქსელები, ვიდეო  პორტალები და ა.შ.) უნდა მოხდეს გასაგებად და ღიად დადგენილი პირობების შესაბამისად და შესაძლოა შეზღუდული იყოს პოლიტიკური, რელიგიური, ასაკობრივი ან/და სხვა ნიშნით თემატიკის და სხვადასხვა მიზეზების გამო.

 

ანონიმურად მოქმედება/საქმიანობა ინტერნეტში არ არის აკრძალული თუმცა მომხმარებელი უნდა ინფორმირებული იყოს იმის შესახებ, რომ პერსონალური მონაცემები შესაძლოა ხელმისაწვდომი იყოს სახელმწიფოს შესაბამისი უფლებამოსილი პირებისთვის, კანონით დადგენილი წინაპირობების არსებობის შემთხვევაში.

ბავშვებს და მოზარდებს უნდა მიეწოდოთ ინფორმაცია მათი ასაკისა და გარემოების შესაბამისად, როგორც სოციალური ქსელებით, ასევე სხვა მედია საშუალებებით, მათი უფლებების გათვალისწინებით. მათ უნდა ჰქონდეთ სრული ინფორმაცია მათი გარემოს ლიმიტების, მოლოდინების და რეალური შედეგების შესახებ, მათი ჩართულობის შედეგის და აზრების გათვალისწინების შესახებ.

 

ბავშვებს და ახალგაზრდა მომხმარებლებს უნდა შეეძლოთ ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენება, თავიანთი მონაცემების დაცვით. ამ დოკუმენტის ხელმომწერი ორგანიზაციები მიმართავენ ყველა ძალისხმევას, რომ მოხდეს მათი მომსახურების მიმღები არასრულწლოვანი პირების ინფორმაციული განათლება და ამაღლება, რათა გასაგები გახდეს ინფორმაციის მისაღებად საჭირო ხელსაწყოების გამოყენება, კონტენტის კრიტიკული ანალიზის და შესაფერისი საკომუნიკაციო უნარების განვითარებისათვის რომელიც შემდგომში როგორც, მოქალაქეობრიობას და წარმოსახვას გაუღრმავებს, ასევე განავითარებს საგანმანათლებლო საშუალებებს მოსწავლეებსა და მათ აღმზრდელებს შორის, რათა მათ პასუხისმგებლობით შეძლონ ინფორმაციის და საინფორმაციო ტექნოლოგიებს გამოყენება. ეს ინფორმაცია განთავსდება სპეციალურ ვებ გვერდზე.

 

  1. გამოხატვის თავისუფლება ინტერნეტში და

თვითრეგულირების ფარგლები

 

ამ კოდექსის მხარე ყველა ოპერატორი აღიარებს და იღებს ვალდებულებას, კანონით დადგენილ ფარგლებში, უზრუნველყოს ბოლო მომხმარებლის უფლება მოიძიოს, მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია ოპერატორების ან ნებისმიერი მესამე პირის ჩარევის გარეშე.

 

ამ დოკუმენტის ხელმომწერი პირები ხელმოწერით ადასტურებენ, რომ იმის გამო რომ სავალდებულო ფილტრაცია ქსელის და კონტენტის დონეზე ეწინააღმდეგება გამოხატვის თავისუფლების პრინციპს და ინტერნეტში იდეების თავისუფლად მიმოცვლის მიზანს – არ მოახდენენ მათი ინტერნეტ კონტენტის ფილტრაციას, მათი მომხმარებლების მხრიდან სათანადო მიმართვის/მოთხოვნის არსებობის ან/და კანონით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევების გარდა.

 

ამ კოდექსის ხელმომწერი ოპერატორები შესთავაზებენ მათ მომხმარებებს მათ მიერ ან მათი მოთხოვნით მიმწოდებლების დონეზე ინტერნეტის თვითკონტროლის მექანიზმების დანერგვას, ამ კოდექსის ხელმოწერიდან არაუგვიანეს ერთი წლის განმავლობაში, ცალკეული მომხმარებლისთვის ან/და მათი ჯგუფებისთვის მიუღებელი კონტენტთან წვდომის შეზღუდვის შესაძლებლობის უზრუნველსაყოფად.[6]

 

ოპერატორი არ არის უფლებამოსილი შეზღუდოს ბოლო-მომხმარებელის თავისუფლება გამოხატოს საკუთარი აზრი ან/და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და მისთვის სასურველ ინფორმაციასთან წვდომის უფლება. ეს პირველ რიგში მოიცავს პოლიტიკური ნების და მოსაზრებების გავრცელების და გამოხატვის შესაძლებლობას, ასევე  რწმენის და აღმსარებლობის და რელიგიისადმი დამოკიდებულების, მოსაზრებები, რომლებიც როგორც მისაღებია ასევე მიუღებელია სხვა პირებისთვის ან მათი ჯგუფისთვის. ეს მოსაზრებები შესაძლებელია იყოს შეურაცხმყოფელი, მიუღებელი ან/და შემაშფოთებელი სხვებითვის. ბოლო-მოხმარებელი უნდა ინფომირებული იყოს რომ ამგვარი გამოხატვის შედეგად შესაძლოა ხელყოფილი იყოს სხვა პირების უფლებები, პატივი ღირსება, საქმიანი რეპუტაცია და სხვა უფლებები, მათ შორის პირადი ცხოვრების უფლება, რაზედაც პასუხისმგელობა ეკისრება არა ოპერატორს, არამედ თავად ბოლო მომხმარებელს.

ბოლო მომხმარებელი ინფორმირებული იქნება თუ როგორ უნდა მოხდეს იმ კონტენტის გაკონტროლება,  რომელთანაც მის მიერ შეძენილი ინტერნეტთან მიერთებულ მოწყობილობებს აქვთ კავშირი.  მშობლები განსაზღვრავენ რომელ ვებ გვერდებზე ან სასაუბრო სივრცეებთან ექნებათ ბავშვებს წვდომა ინტერნეტით სარგებლობისას.[7]ამ კოდექსის შესაბამისად, მისი ხელმომწერი პირები ხელს შეუწყობენ ბოლო მოხმარებების ინფორმირებას როგორც შეტყობინებების ასევე TOA-ს და საკუთარი ინტერნეტ გვერდების მეშვეობით, რომელიც საშუალებას მისცემს რომ მოხდეს წვდომის შეზღუდვა.

 

აღნიშნულის მიხედვით, შესაბამისი რესურსების მოძიების შედეგად, TOA მოამზადებს და წარმოადგენს  ნებაყოფლობითი შეფასების სისტემას. ნებაყოფლობითი შეფასების სისტემები განიხილება როგორც  სადავო ინტერნეტ კონტენტთან წვდომის მოგვარების გზად და ამასთან ინტერნეტში გამოხატვის თავისუფლების გაძლიერების საშუალებად ვებ გვერდზე www.stopline.ge ვებ-ბრაუზერთან და ფილტრაციის ტექნოლოგიასთან ერთად, შეფასების სისტემა გამოიყენება როგორც არასასურველი კონტენტის გასაფილტრად და დასაბლოკად კონკრეტული მომხმარებლების მიხედვით, ასევე მომხმარებლისთვის სასურველ კონტენტზე გადასამისამართებლად. ნებაყოფლობით სისტემებში, კონტენტის მიმწოდებლები მონიშნავენ თავიანთ ვებ გვერდებს იმ კატეგორიების მიხედვით, რა კატეგორიაშიც ვებ გვერდის კონტენტი ხვდება, მათივე მოსაზრებით და მათი საკუთარი სარგებლობისთვის. ფილტრაციის ან ვებ-ბრაუზერის პროგრამა შემდგომ „კითხულობს“ მონიშვნას და წყვეტს ესადაგება თუ არა იგი მომხმარებლის მიერ წინასწარ განსაზღვრულ კრიტერიუმს და შესაბამისად ახდენს მოცემულ კონტენტთან მომხმარებლის დაშვებას.9

  1. ინტერნეტთან წვდომის შეზღუდვა მომხმარებლის მოთხოვნით

მომხმარებლის მიერ ინტერნეტ კონტენტთან წვდომა შესაძლოა შეიზღუდოს შემდეგ შემთხვევებში:

–           სრულწლოვანი მომხმარებლებისთვის განკუთვნილ კონტენტთან წვდომის შეზღუდვა; – არასრულწლოვანი მომხმარებლებისთვის განკუთვნილ კონტენტთან წვდომის შეზღუდვა.

ამ კოდექსის შესაბამისად, მისი ხელმომწერი პირები ხელს შეუწყობენ ბოლო მოხმარებების ინფორმირებას როგორც შეტყობინებების ასევე TOA-ს და საკუთარი ინტერნეტ გვერდების მეშვეობით, რომელიც საშუალებას მისცემს რომ მოხდეს წვდომის ამგვარი ფორმებით შეზღუდვა.

ბოლო მომხმარებელი ინფორმირებული იქნება თუ როგორ უნდა მოხდეს იმ კონტენტის გაკონტროლება,  რომელთანაც მის მიერ შეძენილი ინტერნეტთან მიერთებულ მოწყობილობებს აქვთ კავშირი.  მშობლები განსაზღვრავენ რომელ ვებ გვერდებზე ან სასაუბრო სივრცეებთან ექნებათ ბავშვებს ან სხვა პირებს წვდომა ინტერნეტით სარგებლობისას.10

მომხმარებელს აქვს უფლება მოითხოვოს მომსახურების მიწოდებისას სხვადასხვა ინტერნეტ გვერდებთან წვდომის შეზღუდვა და ამ კოდექსის ხელმომწერი ოპერატორი ვალდებულია, ტექნიკური შესაძლებლობის შემთხვევაში, მოახდინოს მომხმარებლის მიერ შერჩეულ კონკრეტულ სერვისთან/კონტენტთან წვდომის შეზღუდვა.

ასოციაცია, ამ კოდექსის ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს ორი წლის ვადაში მოახდენს ოპერატორებისთვის მიერ შესათავაზებელი ე.წ. „საოჯახო დაშვების“ მომსახურების პაკეტების შექმნას და საჯაროდ განთავსებას მის

                                                                                                                                                                                                                         

The National Center for Education Statistics (NCES), U.S. Technologies and Procedures to Prevent Student Access to Inappropriate Material on the Internet.

9გთხოვთ იხ: Encyclopedia of Children, Adolescents, and the Media, Volume 1, edited by Jeffrey Jensen Arnet, 2007, goo.gl/k8vsmDcontent_copyCopy short URL; 10აშშ-ში ჩატარებული კვლევის მიხედვით ოჯახების თითქმის ერთი მესამედი იყენებს ფილტრის პროგრამას სახლში ინტერნეტით სარგებლობისას.

Internet Access in U.S. Public Schools and Classrooms: 1994-2001, https://nces.ed.gov/pubs2002/internet/8.asp#

ინტერნეტ გვერდზე, რომელიც არ წარმოადგენს სატელეკომუნიკაციო მომსახურებას.[8]ამ წესით მიმწოდებლების ერთი ნაწილი მომხმარებლებს სთავაზობს ინტერნეტ სერვისის ან სხვა სერვისის მიმწოდებლის მიერ წინასწარ განსაზღვრულ კონტენტს. ამ ტიპის სერვისის სარგებლობისას, მომხმარებელს არ აქვს ინტერნეტთან ღია დაშვება და შეზღუდულია მომხმარეების მოთხოვნით მიმწოდებლის მიერ შექმნილი „კიბერ-სამყაროთი“.

მომსახურების მიმწოდებელი კონტენტს გაფილტრავს ნებაყოფლობითი შეფასების სქემის მიხედვით, მომხმარებლის მითითებების შესაბამისად. ამ სერვისს TOA შესთავაზებს როგორც ასოციაცის წევრ ასევე სხვა კომპანიების ინტერნეტ სერვისის მომხმარებებს.

აღნიშნულის მიხედვით, შესაბამისი რესურსების მოძიების შედეგად, TOA მოამზადებს და წარმოადგენს  ნებაყოფლობითი შეფასების სისტემას. ნებაყოფლობითი შეფასების სისტემები განიხილება როგორც  სადავო ინტერნეტ კონტენტთან წვდომის მოგვარების გზად და ამასთან ინტერნეტში გამოხატვის თავისუფლების გაძლიერების საშუალებად.

ბოლო მომხმარებლებისგან ამგვარი მოთხოვნის მიღების წესს ადგენენ თავად სერვისის პროვაიდერები და ასაჯაროვებენ. ოპერატორების მიერ შეთავაზებული პლატფორმა და პროგრამული გადაწყვეტები მიაწვდის მომხმარებელს (მშობლებს, მასწავლებლებს და აშ. მათთან გათანაბრებულ პირებს) შეთავაზებებს და რეკომენდაციებს შესაბამი, მარტივად გასაგებ ენაზე. ამ სერვისის მიწოდება შესაძლოა იყოს როგორც უფასო (ე.წ. საბაზისო პაკეტი), ასევე ფასიანი ან ნაწილობრივ ფასიანი.

 

თვითრეგულირების განვითარების და ონლაინ სივრცის უსაფრთხოების გაძლიერების მიმართულებით ,პორტალის წარმატებისთვის მნიშნველოვანია ბიზნესებმა და კერძო პირებმა იცოდნენ მისი არსებობის შესახებ, გააცნობიერონ როგორ შეიძლება პორტალის გამოყენება და ქონდეთ პორტალთან ადვილად წვდომის საშუალება.

ამ სისტემის დახმარებით მოხდება ინტერნეტ მომხმარებლების და ზოგადად საზოგადოების ცნობიერების ამაღლება „ონლაინ უფლებების“, უკანონო კონტენტის, შეურაცხმყოფელი კონტენტის და იმ მეთოდების გასაცნობად, რომლებიც აღნიშნული საკითხების გადასაჭრელად გამოიყენება.

ინტერნეტ ქსელში მავნე კონტენტისა და ქცევის შესახებ, არასრულწლოვნებს სჭირდებათ მათი ასაკისა და გარემოებების შესაბამისი დახმარება, განსაკურებით იმ რისკებთან დახმარებით, როგორიცაა კონტენტი რომელიც შეიცავს ონლაინ პორნოგრაფიას, დამამცირებელ მოპყრობას, ძალადობის და დისკრიმინაციის შინაარსს, რასიზმს, ბულინგს, თვალთვალს და ძალადობის სხვადასხვა ფორმები, რომელსაც შეუძლია როგორც ფიზიკურად, ასევე ემოციურად ან ფსიქოლოგიურად ავნოს მოზარდის კეთილდღეობას[9]. ამ დოკუმენტის მხარდამჭერი ორგანიზაციები მიიღებენ ძალისხმევას რომ  მოხდეს არასრულწლოვანი ინტერნეტ მომხმარებლების ინფორმირება მათი ასაკის და განსაკუთრებული გარემოების შესაბამისად, იმ სახის კონტენტის და ქცევის შესახებ რომელიც არალეგალურია და დაუშვებელია ინტერნეტში.

ბავშვთა და მოზარდთა დაცვა და ინფორმირება TOA-ს ინტერნეტ პორტალის მეშვეობით  უნდა მოხდეს მოზარდებისთვის  ინფორმაციის გასარკვევად მიწოდება იმ კონტენტის შესახებ რომელიც ლეგალურ რეგულაციებს ეწინააღმდეგება. ასევე მათ უნდა მიეწოდოს ინფორმაცია, მათთვის გასაგები მეთოდოლოგიით და საშუალებებით.  ამასთან ერთად, მათ უნდა ჰქონდეთ მხარდაჭერა და სათანადო რჩევები.[10]

ნებაყოფლობითი შეფასების სისტემის – ე .წ. არათავსებადი ან მიუღებელი კონტენტის/საიტების ჩამონათვალის სიის პროგრამის დანერგვა დაგეგმილია განხორციელდეს ხელმომწერი პირების და სხვა მხარდამჭერების დახმარებით არაუგვიანეს 2019 წლის ბოლომდე. ასოციაცია, ყოველწლიური ანგარიშებით, მოახდენს საზოგადოების ინფორმირებას გამოვლენილი პრობლემის და ამ მიმართულებით მიღწეული გაუმჯობესების შესახებ.

  1. TOA-ს ე.წ. „ცხელი ხაზი“

საჩივრების და შეტყობინებები მიღების, დამუშავების, დადასტურების, შეფასების და მათზე რეაგირების კუთხით ასოციაცია დანერგავს თვითრეგულირების კოდექსით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგისა და მხარდაჭერისთვის, ასოციაცია დანერგავს ე.წ. „ცხელი ხაზის“ სისტემას.[11]

ცხელი ხაზის „ონლაინ“ სისტემაში ინტერნეტ მომხმარებლები და მიმწოდებლები უკავშირდებიან ცხელ ხაზს შემდეგი ინფორმაციის მისაწოდებლად:

  • ინფორმაცია კონკრეტულ ინტერნეტ გვერდთან მათი წვდომის შეზღუდული რეჟიმის დადგენის შესახებ;
  • ინფორმაცია უკანონო და დაუშვებელი კონტენტის შესახებ;
  • ინფორმაცია ამ კოდექსით აღებული ვალდებულების შეუსრულებლობის შესახებ; – საკონსულტაციო მიზნებით.

ამავე წესით ბოლო მომხმარებლებს (ონლაინ, ელექტრონული ფოსტის, ტელეფონის საშუალებით) უფლება აქვთ ცხელ ხაზზე გამოაგზავნონ შეტყობინება ისეთი ინტერნეტ კონტენტის შესახებს, რომელიც მათ უკანონოდ მიაჩნიათ. ცხელი ხაზი იკვლევს საჩივარს და იღებს შესაბამის ზომებს.15

სათანადო დაფინანსების მოპოვების შემთხვევაში, ასოციაცია მოახდენს ცხელი ხაზის სისტემის დამატებითი ამოცანის დანერგვას.  ე.წ. „სკრინინგის“ მეთოდით საჩივრების გზით მოხდება საჩივრების მიღებას და დამუშავებას ე.წ. სადავო კონტენტზე.

  1. ცნობიერების ამაღლება და ინფორმირება

ბოლო მომხმარებლების ინფორმირება და მათთვის ცნობიერების ამაღლება კიბერ უსაფრთხოების, ზოგადად ინტერნეტში ქცევის დ სხვა საკვანძო საკითხების და რისკების შესახებ  წარმოადგენს ამ კოდექსის ერთ-ერთ მთავარ მიზანს. აღნიშნული მიზნით მონაცემთა გაცვლის სააგენტოსა და TOA-ს შორის გაფორმდა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის ასევე სხვა პლატფორმების ფარგლებში მოხდება საინფორმაციო პროგრამების და სხვა დამხმარე ინფორმერების მომზადება და ტესტირება.  მიმართულება უნდა იყოს  ოჯახებზე და ე.წ. ფიზიკურ პირებზე და სკოლებზე, ასევე მცირე და საშუალო ბიზნეს ორგანიზაციებზე.

  1. მონიტორინგის კომიტეტი

ამ კოდექსის ხელმომწერი პირები ქმნიან, TOA-ს წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე  რგოლის დახმარებით და მონაწილეობით ქმნიან კოდექსის შესრულების მონიტორინგი კომიტეტს 7 კაცის შემადგენლობით.

კომიტეტში საქმიანობა არ ანაზღაურდება.

კომიტეტი კომპლექტდება პარიტეტულ საწყისებზე: – ხელმომწერი პირების წარმომადგენლები 2 კაცი;

  • ტექნიკური სექტორის წარმომადგენლები 2 კაცი;
  • TOA-ს აღმასრულებელი დირექტორი;
  • აკადემიური სექტორის წარმომადგენელები – 2 კაცი;

გადაწყვეტილება მიიღება ხმების უმრავლესობით, ჩართულობა დასაშვებია  დისტანციურად. იმ შემთხვევაში როდესაც საჩივარი შეეხება იმ კომპანიას, რომელსაც წარმოადგენს კომიტეტის წევრი, მას არ აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს ან განცხადების განხილვაში.

 

კომიტეტის წევრები ვალდებული არიან:

  • დაიცვას ქცევის კოდექსის მოთხოვნები, ხელი შუწყოს მის განვითარებას, მონაწილეობა მიიღოს ცვლილებების და დამატებების შემუშავებასა და განვითარებაში;
  • კოდექსის განხორციელებაში სხვა ხელმომწერი პირების ინფორმირება და მხარდაჭერა;
  • წლიური ანგარიშის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
  • პატივი სცენ კოდექსის პრინციპებს და მის მიზნებს;

იმ შემთხვევაში თუ დადგინდება რომ ხელმომწერი პირი უხეშად არღვევს ამ კოდექსის პრინციპებს და არ იცავს აღებულ ვალდებულებებს, მოხდება კოდექსის წევრობის გაუქმება და ამ ინფორმაციის გასაჯაროვება შესაბამის გვერდზე.

  1. დამატებითი დებულებები

ეს კოდექსი ძალაში შედის 2018 წლის 1 სექტემბრიდან.

მასთან მიერთებისთვის აუცილებელია მოხდეს წერილობითი შეტყობინების გაგზავნა TOA-სთვის.

[1] შენიშვნა: საკონსტიტუციო სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში საქმეზე „გიორგი ყიფიანი და ავთანდილ უნგიაძე პარლამენტის წინააღმდეგ“, http://constcourt.ge/ge/legal-acts/judgments/saqartvelos-moqalaqeebi-giorgi-yifiani-da-avtandil-ungiadze-saqartvelos-parlamentis-winaagmdeg-568.page

[2] გთხოვთ იხილოთ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 23 მარტის N193/12 გადაწყვეტილება ა(ა)იპ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“, მოქალაქეების ა. არგანაშვილისა და ნ. გოჩიაშვილის საჩივრის განხილვის თაობაზე“ , http://gncc.ge/ge/legalacts/commission/solutions/2017-193-12.page

[3] ევროპის საბჭოს რეკომენდაცია NCM/Rec(2012)2 – Recommendation CM/Rec(2012)2 of the Committee of Ministers to member States on the participation of

children and young people under the age of 18 (Adopted by the Committee of Ministers on 28 March 2012 at the 1138th meeting of the Ministers’ Deputies),  https://rm.coe.int/168046c478  4   გთხოვთ იხ:  United Nations General Assembly, 2016  of 30 June,   Human Rights Council, Promotion and protection of all human rights, civil, political,

economic, social and cultural rights, including the right to Development,  https://www.article19.org/data/files/Internet_Statement_Adopted.pdf

[4] გთხოვთ იხ: Internet Society, Self-Regulation of Internet Content: A Canadian Perspective Paul A. PIERLOT,2000, https://www.isoc.org/inet2000/cdproceedings/8k/8k_2.htm  

[5] გთხოვთ იხ: CODE OF CONDUCT FOR INTERNET SERVICE PROVIDERS IN ITALY, Stefano Lamborghini, Secretary General Associazione Italiana INTERNET Providers (AIIP), ,http://www.oecd.org/internet/ieconomy/1893214.pdf

[6] შენიშვნა: ერთ-ერთი მსგავსი მექანიზმი არის ე.წ. „წვდომის/დაშვების კონტროლის ტექნოლოგია“ რომელიც ზოგიერთი ინტერნეტ მომხმარებლის მიერ გამოიყენება კონკრეტულ ვებ გვერდზე წვდომის შეზღუდვისთვის. ასეთი ტიპის სისტემას აქვს ერთი მიმზიდველი თვისება: ის უზრუნველყოფს ავტორიზებული მომხმარებლის ისეთ ვებ გვერდზე დაშვებას, რომელიც შეიძლება ზოგისთვის შეურაცხმყოფელი ან ბავშვებისთვის ზიანის მომტანი, თუმცა სხვა მხრივ კანონიერი და შესაბამისად გამოხატვის თავისუფლების პრინციპით დაცული იყოს.

[7] შენიშვნა: აშშ-ში ჩატარებული კვლევის მიხედვით ოჯახების თითქმის ერთი მესამედი იყენებს ფილტრის პროგრამას სახლში ინტერნეტით სარგებლობისას. გთხოვთ იხილოთ: According to the study, cunducted in USA, almost one third of families use filtration systems, while using internet at home,

[8] შენიშვნა, მაგალითისთვის შესაძლოა გამოყენებული იყოს აშშ-ს ე.წ. AmericaOnline-ის კარგად დანერგილი პრაქტიკის შემდეგ, ინტერნეტ სერვისების მიმწოდებლების მზარდი რაოდენობა მომხმარებლებს „საოჯახო“ ინტერნეტ სერვისებს სთავაზობს.

[9] გთხოვთ იხილოთ: CoE, Children and Young People, Explanatory Memorandum, https://www.coe.int/en/web/internet-users-rights/children-and-young-peopleexplanatory-memo http://www.coe.int/en/web/internet-users-rights/children-and-young-people-explanatory-memo

[10] გთხოვთ იხილოთ : CoE, Steering Committee on Media and Information Society (CDMSI), Draft Recommendation CM/Rec(2014)… by the Committee of Ministers to member States on a Guide to human rights for Internet users and its draft Explanatory Memorandum (CM(2014)31 rev and CM(2014)31 addfinal

)Steering Committee on Media and Information Society, 16 April 2014,, 16 April 2014 https://search.coe.int/cm/Pages/result_details.aspx?ObjectID=09000016805c6f85#P118_25200

[11] შენიშვნა: გაერთიანებულ სამეფოსთან ერთად, სხვა ქვეყნები, მათ შორის ნიდერლანდების სამეფო, გერმანია, საფრანგეთი, ავსტრია, ირლანდია, ნორვეგია და აშშ იყენებენ ცხელ ხაზის სისტემებს.

დანართი N3

პერსონალური ინფორმაციის დაცვა და გადამუშავება

ეს დოკუმენტი წარმოადგენს სატელეკომუნიკაციო მომსახურების შესახებ ძირითადი ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს და გამოიყენება მასთან ერთიანობაში. ბოლო მომხმარებლის  პერსონალური ინფორმაციის შეგროვება, გამოყენება, გაზიარება და დაცვა ოპერატორის მიერ ხდება საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით. მომხმარებელი უფლებამოსილია დაუბრკოლებლად მიღოს სრული ინფორმაცია მისი პერსონალური მონაცემების შესახებ, ასევე მოითხოვოს მათ შესწორება/ დაზუსტება.  პერსონალური ინფორმაციის დაცვა ხდება ოპერატორის მიერ უნებართვო წვდომისაგან მისი ქსელის ფარგლებში.

  1. ტერმინთა განმარტება

ა) პერსონალური მონაცემი − ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს, კერძოდ აბონენტის სახელი, გვარი, ან  სახელწოდება, მისამართი, იდენტიფიცირებადი რეკვიზიტები, უფლებამოსილი პირ(ებ)ის ვინაობა, ინფორმაცია მომსახურების მიწოდების ადგილ(ებ)ის, მომსახურების სახეობ(ებ)ის, გაწეული მომსახურების თარიღის, ოდენობის, საფასურის, გადახდილ/გადასახდელ თანხების, ტრაფიკის, ან/და ნებისმიერი სხვა ინფორმაცია რომელიც დაკავშირებულია აბონენტთან;

ბ) ონაცემთა დამუშავება − ავტომატური, ნახევრად ავტომატური ან არა ავტომატური საშუალებების გამოყენებით მონაცემთა მიმართ შესრულებული ნებისმიერი მოქმედება, კერძოდ, შეგროვება, ჩაწერა, ორგანიზება, შენახვა, შეცვლა, აღდგენა, გამოთხოვა, გამოყენება ან გამჟღავნება მონაცემთა გადაცემის, გავრცელების ან სხვაგვარად ხელმისაწვდომად გახდომის გზით, დაჯგუფება ან კომბინაცია, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება;

გ) მონაცემთა სუბიექტის წერილობითი თანხმობა  − მონაცემთა სუბიექტის მიერ შესაბამისი ინფორმაციის მიღების შემდეგ მის შესახებ მონაცემთა განსაზღვრული მიზნით დამუშავებაზე წერილობით,  სატელეკომუნიკაციო ან სხვა შესაბამისი შეთანხმებული ფორმით გამოხატული ნებაყოფლობითი თანხმობა.

  1. მონაცემთა დამუშავებისას პრინციპები

მონაცემთა დამუშავებისას დაცული უნდა იქნე ს შემდეგი პრინციპები:

ა) მონაცემები უნდა დამუშავდეს სამართლიანად და კანონიერად, მონაცემთა სუბიექტის ღირსების შეულახავად;

ბ) მონაცემები შეიძლება დამუშავდეს მხოლოდ კონკრეტული, მკაფიოდ განსაზღვრული, მომსახურებასთან დაკავშირებული მიზნებისათვის. დაუშვებელია მონაცემთა შემდგომი დამუშავება სხვა, თავდაპირველ მომსახურების მიზანთან შეუთავსებელი მიზნით;

გ) მონაცემები შეიძლება დამუშავდეს მხოლოდ იმ მოცულობით, რომელი ც აუცილებელია შესაბამისი კანონიერი მიზნის მისაღწევად. მონაცემები უნდა იყოს იმ მიზნის ადეკვატური და პროპორციული, რომლის მისაღწევადაც მუშავდ ება ისინი ;

დ) მონაცემები ნამდვილი და ზუსტი უნდა იყოს და, საჭიროების შემთხვევაში, უნდა განახლდეს. კანონიერი საფუძვლის გარეშე შეგროვებული და დამუშავების მიზნის შეუსაბამო მონაცემები უნდა დაიბლოკოს, წაიშალოს ან განადგურდეს;

ე) მონაცემები შეიძლება შენახულ იქნეს მხოლოდ იმ ვადით, რომელიც აუცილებელია მონაცემთა დამუშავების მიზნის მისაღწევად. იმ მიზნის მიღწევის შემდეგ, რომლისთვისაც მუშავდება მონაცემები, ისინი უნდა დაიბლოკოს, წაიშალოს ან განადგურდეს ან შენახული უნდა იქნეს პირის იდენტიფიცირების გამოურიცხავი ფორმით, თუ სპეციალური კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.

  1. ოპერატორის ვალდებულებები
  2. ოპერატორი ვალდებულია მიიღოს ისეთი ორგანიზაციული და ტექნიკური ზომები, რომლებ იც უზრუნველყოფს მონაცემთა დაცვას შემთხვევითი ან უკანონო განადგურებისაგან , შეცვლისაგან , გამჟღავნებისაგან , მოპოვებისაგან , ნებისმიერი სხვა ფორმით უკანონო გამოყენებისა და შემთხვევითი ან უკანონო დაკარგვისაგან .
  3. ოპერატორი ვალდებულია უზრუნველყოს ელექტრონული ფორმით არსებული მონაცემების მიმართ შესრულებული ყველა მოქმედების აღრიცხვა. არაელექტრონული ფორმით არსებულ მონაცემთა დამუშავებისას ოპერატორი ვალდებულია უზრუნველყოს მონაცემთა გამჟღავნებასთან ან/და ცვლილებასთან დაკავშირებული ყველა მოქმედების აღრიცხვა.
  4. მონაცემთა დამმუშავებლისა და მისი ნებისმიერი თანამშრომელი, რომელიც მონაწილეობს მონაცემთა დამუშავებაში, ვალდებულია არ გასცდეს მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებს. ამასთანავე , მას ეკისრება ვალდებულება, დაიცვას მონაცემთა საიდუმლოება, მათ შორის, მისი სამსახურებრივი უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ.
  5. ოპერატორმა შესაძლოა შეაგროვოს შემდეგი ინფორმაცია:
  • სახელი (გვარი), პირად ნომერი, მისამართი, სატელეფონო ნომერი, დაბადების თარიღი და ელექტრონული ფოსტის მისამართი
  • საბანკო და ფინანსური ინფორმაცია.
  • ოპერატორთან კომუნიკაციის შინაარსი შენიშვნა, საჩივარი, წერილი, პრეტენზია და შეტყობინება დაზიანების შესახებ და ა.შ;
  • ინფორმაცია გადაუხდელი თანხების ან განხორციელებული გადახდების თარიღების შესახებ, სააბონენტო ანგარიშის შევსების შესახებ, იმ სააბონენტო ან სხვა მომსახურებების შესახებ, რომლითაც მომხამრებელი სარგებლობს ან სხვა ინფორმაცია, რაც უკავშირდება კონკრეტული მომხმარების ანგარიშს;
  • ინფორმაცია მომსახურების ხარისხის შესახებ,
  1. პერსონალური ინფორმაციის გამოყენება ხდება შემდეგ შემთხვევებში:
  • ოპერატორის პროდუქტებით და მომსახურებით სარგებლობისთვის ან/და შესაბამისი თანხების დასაანგარიშებლად;
  • მომსახურებებით სარგებლობასთან დაკავშირებით წარმოდგენილი საჩივრის შესასწავლად;
  • ქსელის და თაღლითური შემთხვევებისგან მომხმარებლის დასაცავად და სხვა სახის დანაშაულები, დავალიანებების ამოსაღებად ან დავალიანების მქონე მომხმარებლების გამოსავლენათ;
  • დებიტორული დავალიანების ამოსაღებად.
  • სხვა შემთხვევაში რომელიც უკავშირდება მომსახურების მიწოდებას, შეჩერებას და შეწყვეტას.
  1. ინფორმაციის გადაცემა შესაძლოა მოხდეს სამართალდამცავი და მარეგულირებელი ორგანოებისთვის, სასამართლო ან სხვა საჯარო დაწესებულებებისთვის, თუ ეს პირდაპირ განსაზღვრულია კანონმდებლობით;
  2. მომხმარებლის უფლებამოსილება

1 . მომხმარებელს უფლება აქვს , მონაცემთა დამმუშავებელს მოსთხოვოს ინფორმაცია  მის შესახებ მონაცემთა დამუშავების თაობაზე . მონაცემთა დამმუშავებელმა მომხმარებელს უნდა მიაწოდოს შემდეგი ინფორმაცია:

ა) მის შესახებ რომელი მონაცემები მუშავდება;

ბ) მონაცემთა დამუშავების მიზანი;

გ ) მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძველი;

დ ) რა გზით შეგროვდა მონაცემები ;

ე ) ვისზე გაიცა მის შესახებ მონაცემები, მონაცემთა გაცემის საფუძველი და მიზანი.

  1. მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნის შემთხვევაში ოპერატორი ვალდებულია გაასწოროს, განაახლოს, დაამატოს, დაბლოკოს, წაშალოს ან გაანადგუროს მონაცემები, თუ ისინი არასრულია, არაზუსტია, არ არის განახლებული ან თუ მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონის საწინააღმდეგოდ.
  2. ოპერატორმა მონაცემთა ყველა მიმღებს უნდა აცნობოს მონაცემთა გასწორების, განახლების, დამატების, დაბლოკვის, წაშლის ან განადგურების შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასეთი ინფორმაციის მიწოდება შეუძლებელია მონაცემთა მიმღებების სიმრავლისა და არაპროპორციულად დიდი ხარჯების გამო. ამ უკანასკნელი გარემოების შესახებ უნდა ეცნობოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს.
  3. ამ მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად ინფორმაციის მიღების შემთხვევაში მისი მიმღები მხარე ვალდებულია შესაბამისად გაასწოროს, განაახლოს, დაამატოს, დაბლოკოს, წაშალოს ან გაანადგუროს მონაცემები.
  4. მომხმარებლის მოთხოვნის მიღებიდან 15 დღის ვადაში ოპერატორი ვალდებულია გაასწოროს, განაახლოს, დაამატოს, დაბლოკოს, წაშალოს ან გაანადგუროს მონაცემები ან მომხმარებელს აცნობოს უარის თქმის საფუძველი .
  5. თუ ოპერატორი მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნის გარეშე, თავად ჩათვლის, რომ მის ხელთ არსებული მონაცემები არასრულია, არაზუსტია ან არ არის განახლებული, მან შესაბამისად უნდა გაასწოროს ან განაახლოს მონაცემები და ეს აცნობოს მომხმარებელს.
  6. აბონენტი თანახმაა, რომ ხელშეკრულების მოქმედების ვადის განმავლობაში, მიიღოს ოპერატორისაგან, ოპერატორის შესახებ და მის საქმიანობასთან დაკავშირებული, ასევე ოპერატორის პარტნიორი თუ კონტრაქტორი კომპანიებისგან ნებისმიერი სახის სარეკლამო და საინფორმაციო ხასიათის შეტყობინებები, მათ შორის, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით და ხმოვანი ზარები, მათ შორის მომსახურების ჭრით (ასეთის შესაძლებლობის შემთხვევაში) შესთავაზოს მომხმარებელს მესამე პირთა სერვისები და პროდუქტი, ამ შემთხვევაში მომსახურების პირობები და წესები, მათი მიღების საფასური, წესები და პირობები დგინდება მესამე პირების მიერ და შესაძლებელია შეიცვალოს ნებისმიერ დროს, წინასწარი შეტყობინების გარეშე.
  7. აბონენტს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს, უარი თქვას აღნიშნული რეკლამის და ინფორმაციის მიღებაზე ოპერატორისათვის წერილობითი შეტყობინებით ან ოპერატორის მიერ დადგენილი წესით ტექნიკური და/ან ელექტრონული ან სხვა გზით, კოდის ან სხვა საშუალებების გამოყენებით, რომლითაც დასტურდება ფაქტი, რომ მოთხოვნა გამომდინარეობს აბონენტისაგან.
  8. ხელშეკრულების გაფორმებისას, ოპერატორი საკუთარ მონაცემთა ბაზაში არეგისტრირებს აბონენტის პერსონალური ინფორმაციას.
  9. ამ ხელშეკრულებაზე დათანხმებით, აბონენტი აცხადებს თანხმობას მისი პერსონალური მონაცემები გადამოწმდეს შესაბამის კომპეტენტურ სახელმწიფო ორგანოს მონაცემთა ბაზაში.

სატელეკომუნიკაციო მომსახურების შესახებ ძირითადი ხელშეკრულების  (იხ. www.tvnet.ge) დანართი N4

დამტკიცებულია 14.08.2018წ.

კომპანიის დირექტორის   მიერ

ხელშეკრულება შეესაბამება საქართველოს კანონს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის N3 დადგენილებას – ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტს, ასევე კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2018 წლის 10 მაისის N4 დადგენილებით დამტკიცებულ „ინტერნეტ მომსახურების მიწოდების ხარისხის განსაზღვრისა და შემოწმების წესებს“.

სააბონენტო ხელშეკრულება ინტერნეტ-მომსახურების შესახებ

(შეკვეთის შეთანხმება)

ხელშეკრულების ხელმოწერის თარიღი: —-

მომსახურების მიწოდების დაწყების თარიღი: — ——

  1. 1. ხელშეკრულების მხარეები

1.1. მომსახურების მიმწოდებლის (შემდგომში „კომპანია“) მონაცემები:

მომსახურების მიმწოდებლის დასახელება შ.პ.ს. “სტა ინტეროპტიკა”
საიდენტიფიკაციო ნომერი 202893510  
იურდიული მისამართი დ.უზნაძის ქ. #14
ფაქტობრივი მისამართი გ. ლეონიძის ქ. #11
საკონტაქტო, ანუ ცხელი ხაზის ტელეფონი 2-999 034
ელექტრონული ფოსტა interoptics@hotmail.com
ინტერნეტ გვერდი  www.tvnet.ge
საბანკო ანგარიში GE53BG0000000119518600

 

1.2. მომსახურების მიმღები პირის (შემდგომში „აბონენტი“) პერსონალური მონაცემები:

აბონენტის გვარი, სახელი / საფირმო სახელწოდება
დაბადების/რეგისტრაციის თარიღი
პირადი ნომერი/საიდენტიფიკაციო ნომერი
მომსახურების მიწოდების მისამართი
ფაქტობრივი/რეგისტრაციის მისამართი
ელექტრონული ფოსტა
საკონტაქტო ნომერი
აბონენტის საიდენტიფიკაციო ნომერი

 

  1. 2. მომსახურების ღირებულება (ლარი) და პარამეტრები
სააბონენტო გადასახადის ოდენობა
ინსტალაციის ღირებულება, (ერთჯერადად გადასახდელი თანხა,  რაც მოიცავს  კაბელის და სააბონენტო გადასახადს)
გადახდის მეთოდი წინასწარ! 
ინტერნეტ მომსახურების ძირითადი პარამეტრები
ჩამოტვირთვის მაქსიმალური სიჩქარე ჩამოტვირთვის მინიმალური სიჩქარე ატვირთვის მაქსიმალური სიჩქარე ატვირთვის მინიმალური სიჩქარე
ფაქტობრივი სიჩქარე ჯიტერი დაყოვნება დაკარგული პაკეტების კოეფიციენტი
< 50მწმ < 400მწმ < 3%
დაზიანების აღდგენის ვადები ცხელი ხაზის მუშაობის პერიოდულობა
3 სთ. – 3 სამუშაო დღე 24/7
მომხმარებლისთვის ფაქტობრივად ხელმისაწვდომი ინტერნეტმომსახურების სიჩქარე არ უნდა იყოს ინტერნეტმომსახურების მიწოდების პირობებში მითითებული მაქსიმალური სიჩქარის 80 პროცენტზე ნაკლები.
ფაქტობრივად ხელმისაწვდომი ინტერნეტმომსახურების სიჩქარე ხელმისაწვდომი უნდა იყოს:
არაპიკის საათებში პიკის საათებში მთელი დღე 24 საათი (პიკის და არაპიკის საათები)
არანაკლებ 100%-ში არანაკლებ 90%-ში არანაკლებ 95%-ში

 

პიკის საათის ხანგრძლივობა არ შეიძლება იყოს დღე-ღამის 24 საათის განმავლობაში 4 საათზე მეტი

 

ფაქტობრივად       ხელმისაწვდომი       ფიქსირებული       ინტერნეტმომსახურების         სიჩქარე      არ     უნდა      იყოს მინიმალურ სიჩქარეზე დაბალი ან ტოლი. მაქსიმალური სიჩქარე არ უნდა იყოს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული შეთავაზების რეკლამირებულ სიჩქარეზე ნაკლები.

 

წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული ტარიფები, გადასახდელები და საფასური შეიცავს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს

1. ხელშეკრულების საგანი

  1. ოპერატორი ვალდებულია გაუწიოს აბონენტს შეკვეთილი მომსახურება, რის სანაცვლოდაც აბონენტი ვალდებულია გადაიხადოს შესაბამისი სააბონენტო გადასახადი და სხვა გადასახდელები დადგენილი წესითა და პირობებით.
  2. მომსახურების გაწევა იწყება 10:00 სთ.
  3. აბონენტის მიერ კონკრეტული მომსახურების კატეგორიაში შემავალი ნებისმიერი მომსახურების პაკეტის ჩართვა, აგრეთვე დამატებითი მომსახურების აქტივაცია და შესაბამისი მომსახურების/დამატებითი მომსახურების მიღება გულისხმობს, რომ აბონენტი სრულად/დეტალურად იცნობს მის/მათ პირობებს და აცხადებს უპირობო თანხმობას აღნიშნული მომსახურების/დამატებითი მომსახურების პირობების შესრულებაზე.
  4. ოპერატორს უფლება აქვს დააწესოს ფასდაკლებები მომსახურების ტარიფებზე ან გააკეთოს სპეციალური შეთავაზებები (აქციები) მის მიერ დადგენილი პირობების შესაბამისად. ფასდაკლები და სპეციალური შეთავაზები (აქციები) შეიძლება იყოს როგორც მუდმივმოქმედი ისე დროებითი, საერთო, კონკრეტული გეოგრაფიული არეალისთვის, კონკრეტული ჯგუფისათვის ან ინდივიდუალური და მათი სარგებლობის პირობებს განსაზღვრავს ოპერატორი.
  5. აბონენტის მიერ აქციის პირობებზე/შეთავაზების თანხმობის შემთხვევაში, საჭიროებისას მხარეთა შორის ფორმდება შესაბამისი შეთანხმება აქციის პირობებზე/შეთავაზებაზე (რომელიც შესაძლებელია გაფორმდეს როგორც ელექტრონული, ისე მატერიალური ფორმით ან ოპერატორის მიერ დადგენილი სხვა ფორმით), რომელიც წარმოადგენს წინამდებარე ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. აბონენტი უფლებამოსილია აქციის/შეთავაზების პირობებზე თანხმობა განაცხადოს ხელშეკრულების მე-6 მუხლით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.                                                                 1. ტერმინთა განმარტება

1.სააბონენტო            აპარატურა   და       მოწყობილობები                     –     აბონენტის ფართზე/მისამართზე განთავსებული,                მისთვის     დროებით     ექსპლუატაციაში     ანდა                   საკუთრებაში        გადაცემული, მომსახურების მიღებისათვის აუცილებელი ან დაკავშირებული მოწყობილობები.

2.საკონტაქტო                        მონაცემები           –       ხელშეკრულებაში             მითითებული აბონენტის მონაცემები, მისამართები, ტელეფონების ნომრები, ელ. ფოსტის მისამართი, აბონენტის სხვა მონაცემები;

3.ინდივიდუალური შეტყობინება – აბონენტის მისამართზე / ელექტრონული ფოსტის მისამართზე გაგზავნილი წერილობითი შეტყობინება / საკონტაქტო ნომერზე გაგზავნილი ხმოვანი / მოკლე ტექსტური შეტყობინება / ზეპირი სატელეფონო ხმოვანი შეტყობინება;

4.საბილინგო სისტემა – მომსახურებისათვის აბონენტის მხრიდან ფულადი თანხების გადახდის ოპერაციებისა                და           აბონენტის                  მიერ      მიღებული      მომსახურების      მოცულობის დაანგარიშების ავტომატიზირებული სისტემა;

5.თანხმობა – მონაცემთა სუბიექტის (აბონენტის) მიერ შესაბამისი ინფორმაციის მიღების შემდეგ მის შესახებ მონაცემთა განსაზღვრული მიზნით დამუშავებაზე, მათ შორის, მესამე პირებისთვის გადაცემაზე ზეპირად,     სატელეკომუნიკაციო                         ან     სხვა     შესაბამისი,     მათ     შორის     ხელშეკრულების     მე-6     მუხლით გათვალისწინებული საშუალებით გამოხატული ნებაყოფლობითი თანხმობა, რომლითაც შესაძლებელია ნათლად დადგინდეს მონაცემთა სუბიექტის ნება.

 

6.ოპტიკური            ინტერნეტ         მომსახურება              –      ოპტიკურ–ბოჭკოვანი         ქსელისმეშვეობით მიწოდებული                ინტერნეტ მომსახურება       (ან       კორპუსში,    შენობასთან განთავსებული განმანაწილებელი ყუთიდან აბონენტის აპარატურამდე ეზერნეტის კაბელით);

7.WIFI ინტერნეტი – ინტერნეტ მომსახურება მიწოდებული უსადენო ტექნოლოგიის მეშვეობით;

8.IPTV – სატელევიზიო მაუწყებლობის სისტემა, რომელიც მომსახურების გაწევისთვის იყენებს მონაცემთა პაკეტური კომუტაციის ქსელს;

9.IPTV    მომსახურება                      –     ინტერნეტ       პროტოკოლების       ციფრული       ქსელისმეშვეობით დამკვეთისათვის მიწოდებული როგორც პირდაპირი სატელევიზიო მაუწყებლობა, ასევე ამ მაუწყებლობის ამა თუ იმ ხანგრძლივობის ჩანაწერი;

10.IPTV აპარატურა – იმ ტექნიკური საშუალებების ერთობლიობა, რომელიც საჭიროა IPTV მომსახურების გასაწევად და მისი განთავსება ხდება აბონენტის ფართში;

11.Set-Top                 Box      (STB)      –     მოწყობილობა       რომელიც      გამოიყენება       IPTVმომსახურების გაწევისათვის, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს                                  ტელევიზორს და ოპერატორის ქსელს და აისახება ტელევიზორის ეკრანზე;

12.სადემარკაციო წერტილი – ადგილი სადაც დამკვეთის შიდა ქსელი უერთდება კომპანიის ქსელს და სადაც ხდება დამკვეთისა და შემსრულებლის ვალდებულებების გამიჯვნა.

13.უფასო გამოძახება – აბონენტის მიერ შემსრულებლის ტექნიკური პერსონალის გამოძახება მომსახურების შეფერხებისას, კალენდარულ თვეში ერთხელ გამოძახების ფასი     შედის მომსახურების პაკეტის        საფასურში.                უფასო       გამოძახების               შემდგომი გამოძახების საფასური მოცემულია შემსრულებლის ვებ-გვერდზე.

14.მინიმალური სიჩქარე – ინტერნეტმომსახურების მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის კანონმდებლობით                დადგენილი    წესით                  შეთანხმებულ                         ინტერნეტ მომსახურების მიწოდების პირობებში დაფიქსირებული მინიმალური სიჩქარე, რომლის მიწოდების ვალდებულებასაც იღებს ინტერნეტ მომსახურების მიმწოდებელი;

15.მაქსიმალური სიჩქარე – ინტერნეტ მომსახურების მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის კანონმდებლობით დადგენილი წესით შეთანხმებულ ინტერნეტ მომსახურების მიწოდების პირობებში დაფიქსირებული მაქსიმალური სიჩქარე, რომელიც სულ მცირე გარკვეული დროის განმავლობაში უნდა მიიღოს მომხმარებელმა (მაგ: დღეში ერთხელ მაინც);

16.ფაქტობრივად ხელმისაწვდომი სიჩქარე – მიწოდებული ინტერნეტ მომსახურების სიჩქარე, რომელიც მომხმარებელს მიეწოდება დროის უმეტეს წილად ამ წესებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად;

17.დაკავშირების სიჩქარე – პარამეტრი, რომელიც გამოსახავს მონაცემთა გადაცემის დაუტვირთავ არხში, ქსელის ტერმინაციის წერტილსა და ინტერნეტის გაცვლის წერტილს შორის ინფორმაციის გაცვლის სიჩქარეს (ატვირთვა / ჩამოტვირთვა) კბტ/წმ-ში;

18.დაყოვნება – პარამეტრი, რომელიც აჩვენებს დაუტვირთავ არხზე ქსელის ტერმინაციის წერტილსა და ინტერნეტ მომსახურების მიმწოდებლის ინტერნეტის გაცვლის წერტილს შორის, ორივე     მიმართულებით,       პაკეტების                გაგზავნასა                      და                    მიღებას            შორის                   დროის დაყოვნებას მილიწამებში;

19.ჯიტერი (jitter)    –               პარამეტრი,             რომელიც      გამოსახავს       ქსელის გამტარუნარიანობის შეზღუდული     შესაძლებლობით    გამოწვეულ  პაკეტების         გაგზავნასა     და           მიღებას შორის არათანაბარ/არაერთგვაროვან დროის დაყოვნებას მილიწამებში;

20.დაკარგული პაკეტების კოეფიციენტი (packet loss ratio) – პარამეტრი, რომელიც გამოსახავს დაკარგული პაკეტების პროცენტულ პროპორციას გაგზავნილი პაკეტების მთლიან რაოდენობაში;                      21. ქსელის ტერმინაციის წერტილი – ფიქსირებული ინტერნეტმომსახურების მიმწოდებლის ქსელის დამაბოლოებელი წერტილი (მათ შორის, ფიქსირებული ინტერნეტმომსახურების მისაწოდებლად მომსახურების მიმწოდებლის მიერ მომხმარებლისათვის გადაცემული აპარატურა ან მომსახურების მიმწოდებლის რეკომენდაციების შესაბამისად მომხმარებლის მიერ შეძენილი აპარატურა), რომლის საშუალებითაც ინტერნეტმომსახურების მიმწოდებელი უზრუნველყოფს მომხმარებლის წვდომას საერთო სარგებლობის ელექტრონულ საკომუნიკაციო ქსელთან

 

  1. 3. მხარეთა ვალდებულებები და სხვა პირობები

 

  1. 1. ინტერნეტმომსახურების მიმწოდებელი უზრუნველყოფს:

1.1.  ინტერნეტმომსახურების მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის კანონმდებლობით დადგენილი წესით შეთანხმებულ ინტერნეტმომსახურების მიწოდების პირობებით გათვალისწინებული ხარისხიანი მომსახურების მიწოდებას ამ წესების შესაბამისად.

  1. 2. წინამდებარე ხელშეკრულების ხელმოწერით, ან/და ლექტრონული ფოსტით წარმოდგენილი ელექტრონული გზავნილით, ან/და ცხელ ხაზზე შეტყობინებით აბონენტი ადასტურებს, რომ ის გაეცნო ხელშეკრულების ყველა პირობას, მისთვის გასაგებია და მისაღებია ხელშეკრულების (და მასთან დაკავშირებული დოკუმენტების) ყველა პირობა და ეთანხმება მას.
  2. 3. მომსახურების არსებითი და სხვა მომსახურების დეტალებთან დაკავშირებული პირობები განსაზღვრულია ძირითადი ხელშეკრულებით. მომსახურების პირობების შეცვლა ხდება წერილობით – ელექტრონული საშუალებით და სათანადო ინფორმაციის ვებგვერდზე განთავსებით;
  3. 4. შემსრულებელი უფლებამოსილია        განახორციელოს        მუდმივმოქმედი       /     დროებითი ფასდაკლება მომსახურების პირობებზე, აქცია (შეთავაზება), საერთო / კონკრეტული გეოგრაფიული არეალისთვის, კონკრეტული ჯგუფისათვის / ინდივიდუალურად.
  4. 5. წინამდებარე პირობები ძალაში შედის აბონენტის მხრიდან დათანხმების დღიდან და მოქმედებს უვადოდ, მხარეთა მიერ მის შეწყვეტამდე.
  5. 6. აბონენტისთვის ინტერნეტ-მომსახურებისთვის                  განკუთვნილი               ტექნიკური მოწყობილობების გადაცემა ხდება შესაბამისი მიღება–ჩაბარების აქტის საფუძველზე.
მიმღები             ანტენის მონაცემები WIFI                რუტერის მონაცემები                 დამატებითი მოწყობილობების მონაცემები
  1. 7. მომსახურების სახეების, ტარიფების, პირობების, მომსახურების შეზღუდვის / აღდგენის / შეწყვეტის და სხვა                                         პირობების შესახებ ინფორმაციას აბონენტი დამატებით შეიძლება გაეცნოს     კომპანიის ინტერნეტ გვერდზე: tvnet.ge  ან/და სატელეფონო ცხელ ხაზზე: 2-999-034
  2. 8. ცვლილებების და დამატებების შესახებ კომპანია აბონენტს აწვდის ინფორმაციას წინასწარ, ცვლილებებამდე სულ მცირე ათი დღით ადრე;
  3. 9. შემსრულებელი ვალდებულია გაუწიოს შერჩეული მომსახურება, რის სანაცვლოდაც დამკვეთი ვალდებულია გადაიხადოს შესაბამისი              საფასური            წინამდებარე ხელშეკრულებით დადგენილი წესითა და პირობებით.
  4. 10. დამკვეთის მხრიდან მომსახურების          დამატების         შემთხვევაში         შემსრულებელი ვალდებულია დაიწყოს დამკვეთისათვის დამატებითი მომსახურების გაწევა, მას შემდეგ რაც დამკვეთი გააფორმებს დამატებით შეთანხმებას.
  5. 11. კომპანია აბონენტს უწევს იმ მომსახურებას რაც განსაზღვრულია ან კონტრაქტით ან/და წარმოდგენილია კომპანიის ინტერნეტ გვერდზე tvnet.ge, უწყვეტად, გარდა გადაუდებელი სარემონტო და პროფილაქტიკური სამუშაოების მიმდინარეობისა და შეესაბამება კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოების მიერ დადგენილ ტექნიკურ ნორმებს და სტანდარტებს.
  6. 12. ქსელის აგებულების თავისებურებებიდან გამომდინარე მომსახურება და მისი ხარისხი დამოკიდებულია ქსელის ყველა კომპონენტის ხარისხიან მუშაობაზე, შესაბამისად აბონენტი ვალდებულია დაუშვას კომპანიის წარმომადგენლები შესაბამის ფართში ხარვეზების მიზეზების გამოვლენისა და აღმოფხვრის მიზნით;
  7. 13. წინასწარი გადახდის სისტემის           აბონენტებისათვის:             ფულადი           საავანსო თანხის (დეპოზიტის) / პაკეტის სარგებლობის ვადის ამოწურვის შემთხვევაში აბონენტს ეზღუდება მომსახურება. აბონენტისთვის მომსახურების მიწოდება განახლდება, დავალიანების არსებობის შემთხვევაში მისი დაფარვის და სააბონენტო გადასახდელის სააბონენტო ანგარიშზე ჩარიცხვის შემდგომ.
  8. 1 მომსახურების მიწოდებისათვის საჭირო ინსტალაცის და მომსახურების აპარატურის გადაცემა წარმოებს მხარეთა შორის შესაბამისი მიღება-ჩაბარების დოკუმენტის (აქტის / შეთანხმების / დამატებითი შეთანხმების) გაფორმებით.
  9. 15. მიღება-ჩაბარების დოკუმენტი განსაზღვრავს მომსახურების აპარატურის აბონენტისათვის გადაცემის ფორმას და პირობებს, მათ შორის, ადასტურებს შეკვეთილი მომსახურების ინსტალაციის ფაქტს.
  10. 16. მხარეები ადასტურებენ, რომ თუ შესაბამის მიღება-ჩაბარების დოკუმენტში კონკრეტულად არ არის დაყოფილი მომსახურების აპარატურა და მისი აქსესუარები, ნებისმიერი გადაცემული მომსახურების აპარატურა, გულისხმობს ამ მომსახურების აპარატურის გადაცემას მისი ჯეროვანი ფუნქციონირებისთვის საჭირო ისეთ აქსესუარებთან ერთად, როგორიცაა კვების ბლოკი, პულტი, დამცავი ან სხვა, მიუხედავად იმისა ხდება თუ არა აღნიშნული აქსესუარების მითითება შესაბამის დოკუმენტში. აბონენტის მიერ აღნიშნული აქსესუარებით ფაქტობრივი სარგებლობა ადასტურებს მათი გადაცემის ფაქტს.
  11. 17. მხარეები ადასტურებენ, რომ მიღება-ჩაბარების დოკუმენტზე ხელმომწერი პირები არიან მხარეთა უფლებამოსილი წარმომადგენლები, რომლებიც უშუალოდ ახორციელებენ საინსტალაციო სამუშაოების / მომსახურების აპარატურის მიღება-ჩაბარებას.  ამასთან, აბონენტი უფლებამოსილია მომსახურების  შეკვეთის       მომენტში     ოპერატორს განუსაზღვროს     მომსახურების     მიღების     ფართზე     მისი     არ    ყოფნის     შემთხვევაში საინსტალაციო           სამუშაოების/მომსახურების           აპარატურის           მიღება-ჩაბარებაზე უფლებამოსილი პირები (მათი სრული სახელის, გვარის და პირადი ნომრის მითითებით),  რა შემთხვევაშიც ოპერატორი    განახორციელებს        შეკვეთილი        მომსახურების მიწოდებისათვის საჭირო სამუშაოების და მომსახურების აპარატურის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) აღნიშნული პირებისათვის გადაცემას და შესაბამის დოკუმენტების მათთან გაფორმებას, მათ შორის, წინამდებარე ხელშეკრულების გაცნობასა და ელ. რეჟიმში დათანხმებას. ხელშეკრულების გაცნობისა და ელ. რეჟიმში დათანხმების მიზნებისათვის აბონენტს – მის მიერ დასახელებული პირ(ებ)ს – წარმომადგენლ(ებ)ს უნდა ჰქონდეთ წვდომა საკონტაქტო ნომერთან და ამ ნომერზე გამოგზავნილ სააქტივაციო კოდზე. ანალოგიური პირობებით შესაძლებელია რწმუნების გაცემა მომსახურების აპარატურის დემონტაჟის, დაბრუნების და შეცვლის მიზნებისათვის.
  12. 18. აბონენტი ვალდებულია ოპერატორის        მიერ      მისთვის       დროებით       სარგებლობაში გადაცემული მომსახურების აპარატურა შეინახოს და მოუაროს, ისე როგორც საკუთარს. აბონენტს ეკრძალება მომსახურების აპარატურის ნებისმიერი სახითა თუ ფორმით მოდიფიცირება, მათ შორის, საგარანტიო ლუქის მოხსნა, მოწყობილობებისა                                  თუ პროგრამული უზრუნველყოფის ნებისმიერი სახის ცვლილება, მიუხედავად იმისა, იწვევს თუ არა ლუქის მოხსნა, ან ცვლილება სარგებლობაში გადაცემული მომსახურების აპარატურის დაზიანებას.
  13. 19. გადაცემული აპარატურის დაზიანების შემთხვევაში, აბონენტი ვალდებულია აუნაზღაუროს ოპერატორს დაზიანებული აპარატურის საკომპენსაციო თანხა შესაბამის მიღება-ჩაბარების აქტში მითითებული ოდენობით და ოპერატორის ვებ-გვერდზე მოცემული პირობების შესაბამისად. დაზიანებულად ითვლება მომსახურების აპარატურა, რომელიც ვერ ასრულებს თავის ფუნქციას, ან / და რომელსაც აქვს ნივთობრივი ნაკლი (გარეგანი დეფექტები, ბზარები და სხვა სახის ზემოქმედების ნიშნები).
  14. 20. მომსახურებით სარგებლობით ნებისმიერი მიზეზით შეწყვეტის შემთხვევაში, აბონენტი ვალდებულია შეწყვეტიდან 10 სამუშაო დღის ვადაში დაუბრუნოს ოპერატორს მისთვის დროებით სარგებლობაში გადაცემული მომსახურების აპარატურა. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ მომსახურების აპარატურის გადაცემიდან არ გასულა 3 წელი, ვალდებულია გადაიხადოს საკომპენსაციო თანხა შესაბამის მიღება-ჩაბარების აქტში მითითებული ოდენობით და ოპერატორის ვებ-გვერდ tvnet.ge -ზე მოცემული პირობების შესაბამისად.
  15. 21. ოპერატიულობის მიზნებისათვის ოპერატორი უფლებამოსილია თავად განახორციელოს მომსახურების აპარატურის დემონტაჟი, რა შემთხვევაშიც აბონენტი ვალდებულია ოპერატორის მოთხოვნისთანავე დაუშვას ოპერატორი მომსახურების მიღების ფართზე მომსახურების აპარატურის დემონტაჟისთვის.
  16. 22. იმ შემთხვევაში, თუ აბონენტი მომსახურების აპარატურის დაბრუნებაზე ოპერატორთან განხორციელებული კომუნიკაციისას განაცხადებს, რომ:

22.1. იგი არ დააბრუნებს მომსახურების აპარატურას და არც მომსახურების ფართზე დაუშვებს ოპერატორს – მომსახურების აპარატურა ჩაითვლება განადგურებულად, რა შემთხვევაშიც აბონენტი ვალდებულია, შესაბამისი უარის გაცხადებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში, გადაიხადოს საკომპენსაციო                         თანხა         შესაბამის                               მიღება-ჩაბარების აქტში მითითებული ოდენობით და ოპერატორის     ვებ-გვერდზე  www.tvnet.ge, მოცემული პირობების შესაბამისად.

22.2. მას უკვე დაბრუნებული აქვს მოთხოვნილი მომსახურების აპარატურა, აბონენტი ვალდებული იქნება აღნიშნული განცხადების გაკეთებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში წარადგინოს ოპერატორის მიერ ხელმოწერილი შესაბამისი დაბრუნების მიღება-ჩაბარების აქტი, წინააღმდეგ შემთხვევაში მომსახურების აპარატურა ჩაითვლება არ დაბრუნებულად და მისი 10 კალენდარული დღის ვადაში არ დაბრუნების შემთხვევაში, აბონენტს წარმოეშვება ვალდებულება, 10 კალენდარული დღის ვადაში, გადაიხადოს საკომპენსაციო თანხა შესაბამის მიღება-ჩაბარების აქტში მითითებული ოდენობით და ოპერატორის ვებ-გვერდზე მოცემული პირობების შესაბამისად.,;

22.3. მოთხოვნილი მომსახურების აპარატურა წარმოადგენს მის საკუთრებას – ოპერატორის მიერ აბონენტისათვის მათ შორის დადებული იმ მიღება-ჩაბარების დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში, რომელიც ადასტურებს მოთხოვნილი მომსახურების აპარატურის აბონენტისთვის დროებით სარგებლობაში გადაცემის          ფაქტს, ჩაითვლება,                                                რომ მოთხოვნილი მომსახურების აპარატურა აბონენტისათვის გადაცემულია დროებით სარგებლობაში და მისი 10 კალენდარული დღის ვადაში არ დაბრუნების შემთხვევაში, აბონენტს წარმოეშვება ვალდებულება, 10 კალენდარული დღის ვადაში, გადაიხადოს საკომპენსაციო თანხა შესაბამის მიღება-ჩაბარების აქტში მითითებული ოდენობით და ოპერატორის ვებ-გვერდზე მოცემული პირობების შესაბამისად.

 

აბონენტის ან მისი წარმომადგენლის                      შემსრულებლის წარმომადგენლის

 

———————–  /                                              /  ———————– /                                       /

(ხელმოწერა)       (სახელი, გვარი)                (ხელმოწერა)                (სახელი, გვარი)

ინტერნეტ-მომსახურების პაკეტები (განთავსებულია საიტზე www.tvnet.ge)

პაკეტი

Mbps

2*) 20**) 25 30

20 23 30 45

*) პაკეტზე ხელშეკრულების გაფორმება შეწყვეტილია 2012 წ.

**) მოცემულ პაკეტზე ხელშეკრულების გაფორმება შეზღუდულია 2017 წ.

ინტერნეტ-მომსახურების ხარისხის  პარამეტრები

პაკეტი                               Mbps 2  20 25 30
მაქსიმალური სიჩქარე   Mbps 2  20 25 30
მინიმალური სიჩქარე    Mbps 1  3 4 5
ფაქტობრივი სიჩქარე     Mbps 1.6  16 20 24
დაყოვნება: < 400 მილიწამი
დაკარგული პაკეტების კოეფიციენტი: < 3 %
ჯიტერი: < 50 მილიწამი

მომსახურების ხელმისაწვდომობა (კალენდარულ თვეში, „საპატიო მოცდენის“

ხანგრძლივობის გარეშე):

 

< 95.5%